დღის ამბები

სუპერვულკანი, რომლის ამოფრქვევითაც იწყება აპოკალიფსი ფილმში “2012“ – ადგილი, სადაც ყველაზე მეტი გეიზერია და ათასობით მიწისძვრა ხდება: რას მიიჩნევენ საგანგაშოდ მეცნიერები?

სუპერვულკანი, რომლის ამოფრქვევითაც იწყება აპოკალიფსი ფილმში "2012“ - ადგილი, სადაც ყველაზე მეტი გეიზერია და ათასობით მიწისძვრა ხდება: რას მიიჩნევენ საგანგაშოდ მეცნიერები?

დე­და­მი­წა­ზე ბევ­რი სა­ო­ცა­რი ად­გი­ლი არ­სე­ბობს, რომ­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბაც ერთ დიდ ის­ტო­რი­ას ჰგავს, მაგ­რამ არ­სე­ბობს ისე­თი ად­გი­ლე­ბი, რო­მე­ლიც ამო­უ­წუ­რა­ვია და ყო­ველ ნახ­ვა­ზე მას თა­ვი­დან აღ­მო­ა­ჩენთ. ერთ-ერთი ასე­თია იე­ლო­უს­ტო­უ­ნის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი აშშ-ში.

იე­ლო­უს­ტო­უ­ნის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი უა­ი­ო­მინ­გის, მონ­ტა­ნა­სა და აი­დაჰოს ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მდე­ბა­რე­ობს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მისი მას­შტა­ბე­ბი არც ისე მოკ­რძა­ლე­ბუ­ლია. პარ­კი აშშ-ის კონ­გრე­სი­სა და პრე­ზი­დენტ ული­სე გრან­ტის ბრძა­ნე­ბით, 1872 წლის 1-ლ მარტს და­არ­სდა. პარ­კი გან­თავ­სე­ბუ­ლია იე­ლო­უს­ტო­უ­ნის პლა­ტო­ზე, ზღვის დო­ნი­დან 2 400 მეტრზე და გა­მორ­ჩე­უ­ლია იმი­თაც, რომ იე­ლო­უს­ტო­უ­ნი პირ­ვე­ლი ეროვ­ნუ­ლი პარ­კი იყო აშშ-ისა და ზო­გა­დად, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით. პარ­კი ცნო­ბი­ლია ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბი­თა და გე­ო­თერ­მუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით, ცნო­ბი­ლი Old Faithful გე­ი­ზე­რით. იე­ლო­უს­ტო­უნ­ში ყვე­ლა­ზე უხ­ვად სუ­ბალ­პუ­რი ტყე­ე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, შე­დის სამ­ხრეთ-ცენ­ტრა­ლუ­რი კლდო­ვა­ნი ტყე­ე­ბის ეკო­რე­გი­ონ­ში.

ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბა

იე­ლო­უს­ტო­უ­ნის ეკო­სის­ტე­მა მო­ი­ცავს, ასე­ვე, გრენდ-ტი­ტო­ნის ეროვ­ნულ პარკს, ეროვ­ნულ ტყე­თა ზო­ნებს, ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის და სხვა სა­ჯა­რო თუ კერ­ძო მი­წის ნაკ­ვე­თებს. გარს აკ­რავს გარ­და­მა­ვა­ლი ზონა, იქ სა­ქო­ნელ­სა და სა­მარ­ცვლე ელე­ვა­ტორს უფრო წა­ა­წყდე­ბით, ვიდ­რე ირემ­სა და გრიზ­ლის, მგლის ყმუ­ი­ლის ნაც­ვლად კი შავი ლაბ­რა­დო­რის ყე­ფას გა­ი­გო­ნებთ.

იე­ლო­უს­ტო­უ­ნის პლა­ტოს სი­მაღ­ლეს მისი სე­რი­ო­ზუ­ლი გე­ო­ლო­გი­უ­რი მი­ზე­ზი გა­ნა­პი­რო­ბებს. ზუს­ტად მის ქვე­შაა ვრცე­ლი ვულ­კა­ნუ­რი ზონა, დე­და­მი­წის მან­ტი­ა­სა და ქერ­ქში გა­მა­ვა­ლი გი­გან­ტუ­რი არხი. ეს თერ­მუ­ლი ნა­კა­დი აერ­თი­ა­ნებს მაგ­მის ორ კე­რას, რო­მე­ლიც ნა­ხევ­რად მდნა­რი ქა­ნის­გან შედ­გე­ბა და დე­და­მი­წის ზე­და­პირს ფე­ი­ერ­ვერკს ამ­სგავ­სებს.

პლა­ტო­ზე გე­ო­ლო­გებ­მა სამ უზარ­მა­ზარ კალ­დე­რას (წრი­უ­ლი ან ოვა­ლუ­რი ფორ­მის ვულ­კა­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის ღრმუ­ლი. აქვს ცი­ცა­ბო ან სა­ფე­ხუ­რე­ბი­ა­ნი კედ­ლე­ბი და თით­ქმის ბრტყე­ლი ფსკე­რი – რედ.) მი­აკ­ვლი­ეს.

ეს ნა­ი­ა­რე­ვე­ბი დე­და­მი­წას ლა­ვის ამოფრქვე­ვებ­მა და­უ­ტო­ვეს, რომ­ლე­ბიც აგერ უკვე 2,1 მი­ლი­ო­ნი წე­ლია აქ­ტი­უ­რო­ბენ. ვულ­კა­ნუ­რი ძა­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი აფეთ­ქე­ბე­ბის გამო, მეტ­სა­ხე­ლიც შე­ერ­ქვა იე­ლო­უს­ტო­უ­ნის ცხელ წერ­ტილს – სუ­პერ­ვულ­კა­ნი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვულ­კა­ნე­ბი გვხვდე­ბა ტექ­ტო­ნი­კუ­რი ფი­ლე­ბის კი­დე­ებ­ზე; ხოლო სუ­პერ­ვულ­კა­ნე­ბი პირ­და­პირ ამ ფი­ლაქ­ნე­ბის შუ­ა­გუ­ლი­დან ამო­ი­ტყორ­ცნე­ბი­ან. იე­ლო­უს­ტო­უ­ნი კი, თა­ვი­სი არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ხა­სი­ა­თით, რო­გორც ჩანს, ამ სუ­პერ­ვულ­კა­ნებ­შიც კი, მთელ დე­და­მი­წა­ზე ყვე­ლა­ზე დი­დია.

დღეს იე­ლო­უს­ტო­უ­ნი ვე­ლურ ცხო­ველ­თა ნამ­დვი­ლი თავ­შე­სა­ფა­რია.

ცხე­ლი წერ­ტი­ლი

იე­ლო­უს­ტო­უ­ნის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი მი­ძი­ნე­ბუ­ლი ვულ­კა­ნის თავ­ზე დგას და იქ უფრო მეტი გე­ი­ზე­რი და ცხე­ლი წყა­როა, ვიდ­რე დე­და­მი­წის ნე­ბის­მი­ერ სხვა ად­გი­ლას. სა­ოც­რე­ბა მრავ­ლა­დაა ამ მარ­თლაც უნი­კა­ლურ ეროვ­ნულ პარკში, და­წყე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი­დან, რო­გო­რი­ცაა Yellowstone Grand Canyon, ვე­ლურ ბუ­ნე­ბამ­დე, რო­გო­რი­ცაა: კა­მე­ჩე­ბის უდი­დე­სი ნა­ხი­რი, გრიზ­ლი დათ­ვე­ბი და მგლე­ბი.

მსოფ­ლი­ოს ჰიდ­რო­თერ­მუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 50 პრო­ცენ­ტი იე­ლო­უს­ტო­ნის ეროვ­ნულ პარკშია თავ­მოყ­რი­ლი, რაც ქმნის ეფექტს, რომ მიწა ცე­ცხლშია. გე­ი­ზე­რე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლია Old Faithful – ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და აღი­ა­რე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი სა­ოც­რე­ბა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში.

ტე­რი­ტო­რი­ის ვულ­კა­ნუ­რი და ტექ­ტო­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის გამო, იე­ლო­უს­ტო­უ­ნის კრა­ტე­რი ყო­ველ­წლი­უ­რად 1 000-დან 2 000-მდე ვიბ­რა­ცი­ას გა­ნიც­დის. ზოგ­ჯერ მოკ­ლე დრო­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ბიძ­გი ფიქ­სირ­დე­ბა. ეს არის ერთ-ერთი ად­გი­ლი მსოფ­ლი­ო­ში, სა­დაც წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ათა­სო­ბით მი­წისძვრა ფიქ­სირ­დე­ბა.

იღ­ვი­ძებს თუ არა ვულ­კა­ნი?

ბოლო დროს სულ უფრო ხში­რად ლა­პა­რა­კო­ბენ იმა­ზე, რომ იე­ლო­უს­ტო­უ­ნის ვულ­კა­ნი იღ­ვი­ძებს და ეს ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. მეც­ნი­ე­რე­ბი თან­ხმდე­ბი­ან, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ეს მო­ლო­დი­ნი გა­მარ­თლდა, აპო­კა­ლიფ­სი გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა. რად­გან ბოლო პე­რი­ოდ­ში მი­ძი­ნე­ბუ­ლი ვულ­კა­ნის გა­მოღ­ვი­ძე­ბის ნიშ­ნე­ბი აშ­კა­რად შე­ი­ნიშ­ნე­ბა, მეც­ნი­ე­რე­ბის ეს ვა­რა­უ­დიც სულ უფრო მე­ტად ახ­ლოს არის რე­ა­ლო­ბას­თან.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, კერ­ძოდ კი 2017 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ვულ­კა­ნი­დან შავი კვამ­ლი ამო­ვი­და, რა­მაც ერ­თგა­ვა­რად პა­ნი­კა გა­მო­იწ­ვია. მა­შინ და­დას­ტურ­და, რომ ეს იყო გე­ი­ზე­რი Old Faithful, რომ­ლის მიერ ცხე­ლი წყლის ამოფრქვე­ვის მას­შტა­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 9-სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბას უდ­რი­და. გა­უ­გე­ბა­რი დარ­ჩა, რა­ტომ იყო შავი კვამ­ლი და არა ორ­თქლი? შე­საძ­ლოა, ეს არის დამ­წვა­რი ორ­გა­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც ზე­და­პირს მი­უ­ახ­ლოვ­და.

რას უნდა ვე­ლო­დოთ?

თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იე­ლო­უს­ტო­უ­ნის ვულ­კა­ნი სამ­ჯერ ამო­იფ­რქვა – პირ­ვე­ლი ცნო­ბი­ლი ამოფრქვე­ვა მოხ­და 2 მლნ წლის წინ, მე­ო­რე – 1,3 მი­ლი­ო­ნი წლის წინ, ხოლო ბო­ლოს ეს 630 000 წლის წინ მოხ­და.

სუ­პერ­ვულ­კა­ნი იე­ლო­უს­ტო­ნის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის ქვეშ 2004 წლი­დან რე­კორ­დუ­ლი ტემ­პით იზ­რდე­ბა. ის შე­იძ­ლე­ბა აფეთ­ქდეს ათას­ჯერ უფრო დიდი ძა­ლით, ვიდ­რე რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ვულ­კა­ნი ერ­თდრო­უ­ლად მთელ დე­და­მი­წა­ზე.

ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში, ამოფრქვე­ვით, მას შე­უძ­ლია გა­ა­ნად­გუ­როს შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ტე­რი­ტო­რია, რა­მაც შე­საძ­ლოა მსოფ­ლიო კა­ტას­ტრო­ფაც კი გა­მო­იწ­ვი­ოს – აპო­კა­ლიფ­სი, რო­გორც ამას ზო­გი­ერ­თი ამე­რი­კე­ლი მეც­ნი­ე­რი მი­იჩ­ნევს…

ცნო­ბის­თვის, ფილმში “2012“ აპო­კა­ლიფ­სი სწო­რედ იე­ლო­უს­ტო­უ­ნის ვულ­კა­ნის ამოფრქვე­ვით იწყე­ბა…

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close