მსოფლიო

გოგონა სახელად “სასწაული” – ნანგრევებში დაბადებული ახალშობილის ამბავი, რომლის შვილად აყვანასაც ათასობით ადამიანი ითხოვს

გოგონა სახელად "სასწაული" - ნანგრევებში დაბადებული ახალშობილის ამბავი, რომლის შვილად აყვანასაც ათასობით ადამიანი ითხოვს

სი­რი­ა­ში, ქა­ლაქ ჯინ­დი­რეს­ში, შე­ნო­ბის ნან­გრე­ვებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი გო­გო­ნას შე­სა­ხებ ყვე­ლამ იცის. ბავ­შვი გა­დარ­ჩა, მას აია და­არ­ქვეს, რაც სას­წა­ულს ნიშ­ნავს. რო­დე­საც მაშ­ვე­ლებ­მა იპო­ვეს, ის ჯერ კი­დევ ჭიპ­ლა­რით იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დე­დას­თან. გო­გო­ნას დედა, მამა და ოთხი და-ძმა მი­წისძვრის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა.

აიას გა­დარ­ჩე­ნის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და. კად­რებ­ში ჩან­და მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც მტვრით და­ფა­რუ­ლი ახალ­შო­ბი­ლი ეჭი­რა ხელ­ში. იქვე იმ­ყო­ფე­ბო­და ოჯა­ხის შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვი, ხა­ლილ ალ-სუ­ვა­დი. მას შემ­დეგ, რაც ბავ­შვი მაშ­ვე­ლებ­მა ამო­იყ­ვა­ნეს, ახალ­შო­ბი­ლი სი­რი­ის ქა­ლაქ აფ­რინ­ში, კლი­ნი­კა­ში ხა­ლილ­მა მი­იყ­ვა­ნა.

ბავ­შვი კვლავ კლი­ნი­კა­შია და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

“რო­დე­საც ის შე­მო­იყ­ვა­ნეს, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, ჰქონ­და სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი, სცი­ო­და და ძლივს სუნ­თქავ­და“, – ამ­ბობს პე­დი­ატ­რი ჰანი მა­რუ­ფი, რო­მე­ლიც გო­გო­ნა­ზე ზრუ­ნავს.

ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ახალ­შო­ბი­ლის შვი­ლად აყ­ვა­ნის სურ­ვილს გა­მოთ­ქვამს და შვი­ლად აყ­ვა­ნის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბის გარ­კვე­ვას ცდი­ლობს. “მინ­და, ვიშ­ვი­ლო და ღირ­სე­უ­ლი ცხოვ­რე­ბა მივ­ცე“, – წერს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

“მზად ვარ ვიშ­ვი­ლო ეს ბავ­შვი და ვიზ­რუ­ნო მას­ზე… თუ კა­ნო­ნი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას მომ­ცემს“, – წერს ქუ­ვე­ი­თე­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი. სა­ა­ვად­მყო­ფოს მე­ნე­ჯე­რი, ექი­მი ხა­ლიდ ათია ამ­ბობს, რომ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან კლი­ნი­კა­ში ათა­სო­ბით ზარი შე­დის და ადა­მი­ა­ნე­ბი გა­დარ­ჩე­ნი­ლი პა­ტა­რას შვი­ლად აყ­ვა­ნას ითხო­ვენ.

“მე მას ისე ვექ­ცე­ვი, რო­გორც სა­კუ­თარ შვილს“, – ამ­ბობს ექი­მი ათია, რო­მელ­საც თვი­თონ 4 თვის გო­გო­ნა ჰყავს.

ამ დრო­ის­თვის ექი­მის ცოლი ძუ­ძუ­თი კვე­ბავს პა­ტა­რას, თა­ვის სა­კუ­თარ შვილ­თან ერ­თად.

თუმ­ცა გო­გო­ნას არ გა­აშ­ვი­ლე­ბენ. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მას ბიძა, სა­ლაჰ ალ-ბად­რა­ნი წა­იყ­ვანს. ბად­რა­ნიც ჯინ­დი­რე­სი­და­ნაა და მისი სახ­ლიც დან­გრე­უ­ლია. ალ-ბად­რან­მა და მის­მა ოჯახ­მა ერ­თსარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბი­დან გაქ­ცე­ვა მო­ას­წრეს. ახლა კაცი თა­ვის 11-სუ­ლი­ან ოჯახ­თან ერ­თად კა­რავ­ში ცხოვ­რობს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მან AP-სთან გა­ნა­ცხა­და.

“მი­წისძვრის შემ­დეგ თა­ვის სახ­ლში, შე­ნო­ბა­ში ცხოვ­რე­ბა აქ არა­ვის შე­უძ­ლია. შე­ნო­ბე­ბის მხო­ლოდ 10%-ია უსაფრ­თხო სა­ცხოვ­რებ­ლად“, – ამ­ბობს ის.

აიას მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში დან­გრე­ულ შე­ნო­ბებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ოჯა­ხის წევ­რებს ეძე­ბენ. იქ მყოფ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა მო­ჰა­მედ ალ-ად­ნან­მა BBC-ის უთხრა, რომ იქ კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა.

“ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია“, – ამ­ბობს ის. ჟურ­ნა­ლის­ტის შე­ფა­სე­ბით, ქა­ლა­ქის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის 90% გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია.

ცნო­ბის­თვის, თურ­ქეთ­სა და სი­რი­ა­ში მი­წისძვრის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვმა 19 700 ადა­მი­ანს გა­და­ა­ჭარ­ბა.

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნის თქმით, თურ­ქეთ­ში გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რო­გორც მი­ნი­მუმ, 16 546 ადა­მი­ანს შე­ად­გენს, კი­დევ 66 132 კი და­შა­ვე­ბუ­ლია.

სი­რი­ის სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ი­სა და “თეთ­რი ჩა­ფხუ­ტე­ბის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­ყა­ნა­ში გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მი­ნი­მუმ 3 192 ადა­მი­ა­ნამ­დე გა­ი­ზარ­და, მათ შო­რი­საა 1 930 გარ­დაც­ვლი­ლი ოპო­ზი­ცი­ის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ქვეყ­ნის ჩრდი­ლო­ეთ-და­სავ­ლეთ­ში და 1 262 გარ­დაც­ვლი­ლი მთავ­რო­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close