დღის ამბები

2300 წლის წინანდელი მუმია ოქროს ენით და გულით – “მკვდრების წიგნის” თანახმად გაპატიოსნებული მოზარდი ბიჭუნას სხეულში 49 ამულეტი იპოვეს

2300 წლის წინანდელი მუმია ოქროს ენით და გულით - "მკვდრების წიგნის" თანახმად გაპატიოსნებული მოზარდი ბიჭუნას სხეულში 49 ამულეტი იპოვეს

2300 წლის წინ, ეგ­ვიპ­ტე­ში გარ­დაც­ვლილ თი­ნე­ი­ჯერ ბი­ჭუ­ნას მუ­მი­ფი­ცი­რე­ბა ჩა­უ­ტარ­და და მისი სხე­უ­ლი 49 დამ­ცა­ვი ამუ­ლე­ტით იყო მორ­თუ­ლი. მას სა­ხე­ზე ოქ­როს ნი­ღა­ბი ეკე­თა, პირ­ში კი ოქ­როს ენა ჰქონ­და მო­თავ­სე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, სა­ი­ქი­ო­ში უნდა გა­მოს­დგო­მო­და.

ნეშ­ტი 1916 წელს ნაგ ელ-ჰა­სე­ის სა­საფ­ლა­ო­ზე აღ­მო­ჩი­ნეს, თუმ­ცა მას კვლე­ვე­ბი ახ­ლა­ხან ჩა­უ­ტარ­და და იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბია აღ­მო­ჩე­ნი­ლი, რომ ის კა­ი­როს მუ­ზე­უმ­ში გა­და­ი­ტა­ნეს. რო­გორც საფ­ლავ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი სხვა გარ­დაც­ვლი­ლე­ბი, ბი­ჭუ­ნას მუ­მი­აც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­უკვლე­ვე­ლი იყო და მუ­ზე­უ­მის სარ­დაფ­ში ინა­ხე­ბო­და.

ბოლო წლე­ბამ­დე, მუ­მი­ე­ბის­თვის სახ­ვე­ვე­ბის მოხ­სნა, დესტრუქ­ცი­ულ პრო­ცე­სად რჩე­ბო­და. მას შემ­დეგ, რაც კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ით სკა­ნი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და, სახ­ვე­ვებს შიგ­ნით სხე­უ­ლის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად აღა­რაა მათი მოხ­სნა სა­ჭი­რო.

ბი­ჭის მუ­მია ორ სარ­კო­ფაგ­ში ინა­ხე­ბო­და. გარე სა­თავ­სო სადა ვი­ზუ­ა­ლის იყო და მას­ზე წარ­წე­რა ბერ­ძნუ­ლი ასო­ე­ბით იყო შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა შიდა ხის სარ­კო­ფაგს, დე­კო­რა­ცი­ე­ბი ჰქონ­და და მას­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი სახე მო­ოქ­რო­ვი­ლი იყო. მკვლე­ვა­რებ­მა, დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ შე­ნიშ­ნეს, რომ მუ­მი­ას, სახ­ვე­ვებს შიგ­ნით, 21 სხვა­დას­ხვა დი­ზა­ი­ნის მქო­ნე 49 ამუ­ლე­ტი ჰქონ­და მო­თავ­სე­ბუ­ლი.

სან­დლე­ბი

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ბი­ჭუ­ნას პირ­ში ოქ­როს ენა აქვს მო­თავ­სე­ბუ­ლი, რათა ძვე­ლი რწმე­ნის მი­ხედ­ვით, სა­ი­ქი­ო­ში სა­უ­ბა­რი შეს­ძლე­ბო­და. მუ­მი­ას, სხვა ორ­გა­ნო­ებ­თან ერ­თად, გუ­ლიც ამოც­ლი­ლი აქვს და მის ნაც­ვლად ოქ­როს გუ­ლის სკა­რა­ბი (წმინ­და ხოჭო) აქვს მკერ­დში, რო­მე­ლიც შემ­დეგ ცხოვ­რე­ბა­ში გა­დას­ვლა­ში უნდა დახ­მა­რე­ბო­და.

მეც­ნი­ე­რე­ბის ვა­რა­უ­დით, ბიჭი 14-15 წლის უნდა ყო­ფი­ლი­ყო. მისი მო­ოქ­რო­ვი­ლი ნი­ღა­ბი ძვირ­ფა­სი ქვე­ბით იყო გა­წყო­ბი­ლი, მკერ­დზე კი, ე.წ. კარ­ტო­ნა­ჟი, დამ­ცა­ვი ფარი აქვს და­მაგ­რე­ბუ­ლი. მისი ყვე­ლა ორ­გა­ნო, წე­სი­სა­მებრ, ამო­ღე­ბუ­ლია. ბი­ჭუ­ნას ტვი­ნი კი ფი­სი­თაა შეც­ვლი­ლი. მუ­მი­ას ფეხ­ზე თეთ­რი სან­დლე­ბი აც­ვია, რათა “მკვდრე­ბის წიგ­ნის” თა­ნახ­მად, კუ­ბო­დან “სუფ­თა” ამო­სუ­ლი­ყო.

სკა­ნი­რე­ბის შე­დე­გად და­ნა­ხუ­ლი 49 ამუ­ლე­ტი

ბი­ჭის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი სკა­ნი­რე­ბით ვერ დად­გინ­და, მაგ­რამ მისი სი­მაღ­ლე და სა­ხის მოყ­ვა­ნი­ლო­ბა გა­მოჩ­ნდა. ის სი­მაღ­ლე­ში 128 სმ იყო და ოვა­ლუ­რი სახე, პა­ტა­რა ცხვი­რი და ვიწ­რო ნი­კა­პი ჰქონ­და. ასე­ვე უც­ნო­ბია მისი ვი­ნა­ო­ბაც, თუმ­ცა სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ჰი­გი­ე­ნა, მუ­მი­ფი­ცი­რე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი და ამუ­ლე­ტე­ბი გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ის მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

“ოქ­როს ბიჭი” ეგ­ვიპ­ტის მუ­ზე­უ­მის მთა­ვარ სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში გა­და­ი­ტა­ნეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close