დღის ამბები

არაბი შეიხების უცნობი ცხოვრება, სკანდალები და სისასტიკე – რაში ხარჯავენ მილიონებს და რას მალავენ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი სამეფო ოჯახის წევრები?

არაბი შეიხების უცნობი ცხოვრება, სკანდალები და სისასტიკე - რაში ხარჯავენ მილიონებს და რას მალავენ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი სამეფო ოჯახის წევრები?

მდიდ­რუ­ლი სა­სახ­ლე­ე­ბი, მსოფ­ლი­ო­ში უდი­დე­სი იახ­ტე­ბი, ძვირ­ფა­სი მან­ქა­ნე­ბი და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ჰობი – არ­სე­ბობს ლე­გენ­დე­ბი არა­ბი შე­ი­ხე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე, მაგ­რამ მათ შე­სა­ხებ ბევ­რი რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბია.

არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­ში რამ­დე­ნი­მე სა­მე­ფო ოჯა­ხი ცხოვ­რობს. სა­ხელ­მწი­ფო შედ­გე­ბა სხვა­დას­ხვა ზო­მის შვი­დი ტე­რი­ტო­რი­ის­გან – თი­თო­ე­ულ მათ­განს ჰყავს შე­ი­ხი და ყველ­გან მოქ­მე­დებს აბ­სო­ლუ­ტუ­რი მო­ნარ­ქია. მმარ­თველს შე­უძ­ლია სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­წე­სოს სა­კუ­თა­რი კა­ნო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ე­ბის კა­ნო­ნებს. თი­თო­ე­ულ სა­ე­მი­რო­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბა მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­დის მა­მი­დან შვილ­ზე ან უფ­რო­სი ძმი­დან უმ­ცროს­ზე. ზო­გი­ერ­თი კლა­ნის ის­ტო­რია ხუთ სა­უ­კუ­ნე­ზე მეტს ით­ვლის.

ალ მა­კტუ­მის ოჯა­ხი

მო­ჰა­მედ ბინ რა­შიდ ალ მა­კტუ­მი არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, ასე­ვე დუ­ბა­ის სა­ა­მი­როს მმარ­თვე­ლია. თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი მან 2006 წლის 4 იან­ვარს უფ­რო­სი ძმის მა­კტუმ ბინ რა­შიდ ალ მა­კტუ­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ი­ღო.

ალ მა­კტუ­მის ოჯა­ხი დუ­ბა­ის ემი­რატს 1800-იანი წლე­ბი­დან მარ­თავს. ამ­ჟა­მინ­დე­ლი მმარ­თვე­ლი, მუ­ჰა­მედ ბინ რა­შიდ ალ მა­კტუ­მი, არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც დუ­ბაი მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე მეტ­რო­პო­ლი­ად აქ­ცია. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით შე­იქ­მნა ცნო­ბი­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი პალ­მის კუნ­ძუ­ლე­ბი, აშენ­და ცა­თამბჯე­ნე­ბი, მათ შო­რის, ბურჯ ხა­ლი­ფას შე­ნო­ბა.

მმარ­თვე­ლის ერთ-ერთი ვაჟი ჰამ­დან ბინ მო­ჰა­მედ ბინ რა­შიდ ალ-მა­კტუ­მი შე­ი­ხებს შო­რის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია. ინ­სტაგ­რამ­ზე მას 15 მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს, მე­გობ­რობს ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან, მათ შო­რის კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს­თან, უილ სმიტ­თან, UFC ვარ­სკვლავ ხა­ბიბ ნურ­მა­გო­მე­დოვ­თან.

2021 წლის მა­ის­ში ხამ­დან­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო თა­ვის ორ შვილ­თან ერ­თად – ასე გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ მას ვაჟი და ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავ­და. ორი წლით ადრე მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია ჰამ­და­ნის ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ პრინ­ცის ცო­ლის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ის არის ცნო­ბი­ლი, რომ მისი სა­ხე­ლია შე­ი­ხა ბინ საიდ ბინ თან ალ მა­კტუ­მი და მისი ბი­ძაშ­ვი­ლია.

სიმ­დიდ­რე

არა­ბუ­ლი მმარ­თვე­ლე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მდი­და­რი აბუ და­ბის სა­მე­ფო ოჯა­ხია, რომ­ლის ქო­ნე­ბას ზო­გი­ერ­თი წყა­რო 150 მი­ლი­არდ დო­ლა­რად აფა­სებს, ბლუმ­ბერ­გი კი, მი­ნი­მუმ 300 მი­ლი­არდ დო­ლა­რად. სიმ­დიდ­რის წყა­რო, პირ­ველ რიგ­ში, ნავ­თო­ბია, მაგ­რამ არა მხო­ლოდ. „ისი­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ას დე­ბენ ყვე­ლა­ფერ­ში რი­ა­ნას თეთ­რე­უ­ლის ხა­ზი­დან და­წყე­ბუ­ლი ილონ მას­კის SpaceX-ით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რო­მელ­მაც ოჯა­ხი სიმ­დიდ­რის უპ­რე­ცე­დენ­ტო დო­ნემ­დე მი­იყ­ვა­ნა“, – წერს ბლუმ­ბერ­გი სტა­ტი­ა­ში.

ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ აქ­ტი­ვებს შო­რის, სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი მან­ჩეს­ტერ სი­ტია.

სხვა არა­ბი მმარ­თვე­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ცი­ლე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლია – თუ ეს სი­ტყვა შე­ი­ხე­ბის მი­მართ სა­ერ­თოდ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. მა­გა­ლი­თად, დუ­ბა­ის ემი­რის, მუ­ჰა­მე­დის ქო­ნე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 18 მი­ლი­არდ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.

აკ­რძა­ლუ­ლია მმარ­თველ­თა სა­სახ­ლე­ე­ბის გა­და­ღე­ბა, სა­მე­ფო ოჯა­ხე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებ­ზე კი თვითმხილ­ველ­თა ცნო­ბე­ბი­დან და პრე­სა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჭო­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა ვიმ­სჯე­ლოთ. ცნო­ბი­ლია, მა­გა­ლი­თად, რომ ალ ნა­ჰი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის სა­სახ­ლე­ებ­ში აუ­ზე­ბი და შად­რევ­ნე­ბი ივ­სე­ბა ევი­ა­ნის (ფრან­გუ­ლი კომ­პა­ნია) მი­ნე­რა­ლუ­რი წყლით. თი­თო­ე­ულ რე­ზი­დენ­ცი­ა­ში და­საქ­მე­ბუ­ლია ათო­ბით მო­სამ­სა­ხუ­რე, მა­ში­ნაც კი, თუ შე­ი­ხის ოჯა­ხის წევ­რე­ბი იქ მუდ­მი­ვად არ ცხოვ­რო­ბენ, ან სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლან. პრე­სა გარ­დაც­ვლი­ლი ემირ ხა­ლი­ფას ეს­პა­ნურ ვი­ლა­ზე წერს: გი­გან­ტურ სა­სახ­ლე­ში ყო­ველ­დღი­უ­რად იც­ვლე­ბა თეთ­რე­უ­ლი და ჰი­გი­ე­ნის ნივ­თე­ბი. თა­ვად მე­პატ­რო­ნე 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კუ­თარ ვი­ლა­ში არ ყო­ფი­ლა.

მთელ მსოფ­ლი­ო­ში რე­ზი­დენ­ცი­ე­ბის გარ­და, შე­ი­ხე­ბი ყი­დუ­ლო­ბენ უამ­რავ სხვა ფუ­ფუ­ნე­ბის ნივ­თებს. მა­გა­ლი­თად, ხა­ლი­ფას 180 მეტ­რი­ა­ნი იახ­ტა Azzam, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დი­დია. შე­ი­ხე­ბის იახ­ტებს აქვთ სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბი, სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი, კი­ნო­თე­ატ­რე­ბი და წყალ­ქვე­შა ავ­ტო­ფა­რე­ხე­ბიც კი.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

შე­ი­ხე­ბის პი­რად ცხოვ­რე­ბას, რო­გორც წესი, მკაც­რად იცა­ვენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დე­ტა­ლია ცნო­ბი­ლი. ის­ლა­მის თა­ნახ­მად, მათ შე­უძ­ლი­ათ ჰყავ­დეთ რამ­დე­ნი­მე ცოლი, მაგ­რამ არა უმე­ტეს სამი ან ოთხი ერ­თდრო­უ­ლად. ხში­რად ისი­ნი ცო­ლე­ბად ირ­თა­ვენ ნა­თე­სა­ვებს, ძი­რი­თა­დად ბი­ძაშ­ვი­ლებს.

რო­გორც წესი, შე­ი­ხე­ბის ცო­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან და­მა­ლუ­ლია. ზოგ­ჯერ სა­ი­დუმ­ლოდ რჩე­ბა მმარ­თვე­ლე­ბის ქორ­წი­ნე­ბი­სა და შვი­ლე­ბის ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბაც: მა­გა­ლი­თად, პრე­სა დუ­ბა­ის ემი­რის შე­სა­ხებ წერს, რომ ის შვიდ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. მისი პირ­ვე­ლი ცოლი 12 შვი­ლის დე­დაა. პრე­სა­ში ასე­ვე ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა მუ­ჰა­მე­დის მე­ექ­ვსე ცო­ლის – იორ­და­ნი­ის ყო­ფი­ლი მე­ფის ქა­ლიშ­ვი­ლის, პრინ­ცე­სა ჰა­ი­ას შე­სა­ხებ. ასე­ვე უც­ნო­ბია ემი­რის შვი­ლე­ბის ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა: სხვა­დას­ხვა წყა­როს მი­ხედ­ვით, მას 23-დან 30-მდე შვი­ლი ყავს.

თუმ­ცა, მრა­ვალ­ცო­ლი­ა­ნო­ბა არ არის თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ი­ხე­ბის ცხოვ­რე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ნა­წი­ლი. ასე რომ, აბუ და­ბის მმარ­თველს ხა­ლი­ფა იბნ ზაიდ ალ ნა­ჰი­ანს ჰყავ­და ერთი ცოლი და რვა შვი­ლი, მის ძმას მუ­ჰა­მედ­საც ჰყავ­და ერთი ცოლი, რო­მელ­მაც ცხრა შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა.

გა­ნათ­ლე­ბა

ხში­რად, არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის სა­მე­ფო ოჯა­ხე­ბი­დან შვი­ლე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ მი­დი­ან სას­წავ­ლებ­ლად – ისი­ნი ირი­ცხე­ბი­ან მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, მაგ­რამ შემ­დეგ ბრუნ­დე­ბი­ან სამ­შობ­ლო­ში.

სკან­და­ლე­ბი

არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის მცხოვ­რებ­ლე­ბი პა­ტივს სცე­მენ მმარ­თვე­ლებს, მათ წი­ნა­აღ­მდეგ ხუმ­რო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია და პრე­სა ცდი­ლობს შე­ი­ხე­ბის რე­პუ­ტა­ცია სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს. თუმ­ცა, სკან­და­ლე­ბი არც ისე იშ­ვი­ა­თია: ზოგ­ჯერ ბნე­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი ტო­ვებს სა­სახ­ლის კედ­ლებს. ასე რომ, დუ­ბა­ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ემი­რის მე­უღ­ლის გაქ­ცე­ვის ამ­ბის და­მალ­ვა ვერ მო­ა­ხერ­ხეს. პრინ­ცე­სა ჰაია, მუ­ჰა­მედ ბინ რა­შიდ ალ მა­კტუ­მის ცოლი, 2019 წელს ქმრის­გან შვი­ლე­ბი­თა და 39 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით ევ­რო­პა­ში გა­იქ­ცა, გერ­მა­ნი­ა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი ითხო­ვა და გან­ქორ­წი­ნე­ბა მო­ი­თხო­ვა.

მე­დია წერს, რომ ჰა­ი­ამ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც ღა­ლატ­ში დას­დეს ბრა­ლი. ჰა­ი­ა­სა და მის ყო­ფილ ქმარს შო­რის დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და: მმარ­თვე­ლი ცდი­ლობ­და ბავ­შვე­ბის მე­ურ­ვე­ო­ბას და მათ დაბ­რუ­ნე­ბას არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­ში. სა­სა­მარ­თლომ მი­იჩ­ნია, რომ შე­ი­ხი მიდ­რე­კი­ლი იყო ზე­წო­ლი­სა და კონ­ტრო­ლის­კენ, ამი­ტომ მას შვი­ლე­ბის ნახ­ვის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ სხვი­სი თან­დას­წრე­ბით აქვს.

რაც შე­ე­ხე­ბა პრინ­ცე­სა ლა­ტი­ფას, მან პირ­და­პირ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა მა­მა­მი­სი სი­სას­ტი­კე­ში, მათ შო­რის მკვლე­ლო­ბა­ში. გო­გო­ნამ ჩა­წე­რა ვი­დეო, სა­დაც ისა­უბ­რა ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა­სა და წა­მე­ბა­ზე. ლა­ტი­ფას თქმით, 16 წლის ასაკ­ში, მან უკვე სცა­და სა­სახ­ლის და­ტო­ვე­ბა, მაგ­რამ მა­მის ბრძა­ნე­ბით და­აბ­რუ­ნეს, და­ა­ტყვე­ვეს და სცე­მეს.

2018 წელს ლა­ტი­ფა კი­დევ ერთხელ გა­იქ­ცა და მას მე­გობ­რე­ბი და­ეხ­მარ­ნენ. გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას ინ­დო­ე­თის სა­ნა­პი­რო დაც­ვამ და­ა­კა­ვა და დუ­ბა­ის სამ­ხედ­რო­ებს გა­დას­ცა. ზუს­ტად არ არის ცნო­ბი­ლი, რო­გორ გან­ვი­თარ­და პრინ­ცე­სას ბედი. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში დრო­დად­რო ჩნდე­ბო­და მისი ფო­ტო­ე­ბი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად, თუმ­ცა სუ­რა­თე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბის დად­გე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. 2021 წელს პრინ­ცე­სას თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ლა­ტი­ფა თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო და სა­ვა­რა­უ­დოდ ის­ლან­დი­ა­ში იყო. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბაც ვერ მო­ხერ­ხდა.

ხუთი წლის წი­ნან­დელ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში ლა­ტი­ფამ თქვა, რომ მისი 19 წლის და, პრინ­ცე­სა შამ­სა, ცდი­ლობ­და სა­სახ­ლი­დან გაქ­ცე­ვას, მაგ­რამ ისიც იპო­ვეს და და­აბ­რუ­ნეს. ლა­ტი­ფას თქმით, მას შემ­დეგ შამ­სა ექი­მე­ბის მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ცხოვ­რობს, ისი­ნი გო­გო­ნას წამ­ლებს ას­მე­ვენ, რომ­ლე­ბიც მთლი­ა­ნად თრგუ­ნავს მის პი­როვ­ნე­ბას.

კი­დევ ერთი ბნე­ლი ამ­ბა­ვი: ჯერ კი­დევ გა­ურ­კვე­ვე­ლია რა ბედი ეწია შეიხ მუ­ჰა­მედ რა­ში­დის შვილს, რო­მე­ლიც მა­მის შემ­დეგ ტახ­ტის მემ­კვიდ­რე უნდა გამ­ხდა­რი­ყო. მე­ფის­ნაც­ვა­ლი 33 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა – ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, გუ­ლის შე­ტე­ვით. მა­ნამ­დე დუ­ბა­ის ემირ­მა მემ­კვიდ­რეს ჩა­მო­არ­თვა ყვე­ლა სტა­ტუ­სი და ტახ­ტზე უფ­ლე­ბა, მი­ზე­ზი არ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლა. WikiLeaks-ის ცნო­ბით, მამა-შვილს შო­რის კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი ის იყო, რომ რა­შიდ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, გაბ­რა­ზე­ბულ­მა, ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მოკ­ლა ემი­რის ოფი­სის თა­ნამ­შრო­მე­ლი.

შარ­ჯას მმარ­თვე­ლის, შეიხ სულ­თან იბნ მუ­ჰა­მედ ალ-ქა­სი­მის ორი ვაჟი გარ­და­იც­ვა­ლა ნარ­კო­ტი­კუ­ლი დო­ზის გა­და­ჭარ­ბე­ბით. ორი­ვე ინ­გლის­ში ცხოვ­რობ­და, ერთი 24 წლის იყო, მე­ო­რე 39 წლის.

შე­ი­ხე­ბი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი წვე­უ­ლე­ბე­ბის დიდი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი არი­ან, სა­დაც მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. გა­სულ წლებ­ში, მე­დია წერ­და, რომ ისე­თი ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­ი­კი, მე­რა­ია ქერი, ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი, მათ წვე­უ­ლე­ბებ­ზე მღე­როდ­ნენ.

ზო­გა­დად, არა­ბუ­ლი მმარ­თვე­ლი დი­ნას­ტი­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ხუ­რუ­ლი სამ­ყა­როა, რო­მე­ლიც მა­ლავს უამ­რავ ოჯა­ხურ სა­ი­დუმ­ლოს და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნობ დე­ტა­ლებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close