დღის ამბები

მეცნიერების უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა ანტარქტიდაზე – გასაოცარი ქვა, რომელიც მილიარდობით წლის წინანდელ მასალას შეიცავს

მეცნიერების უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა ანტარქტიდაზე - გასაოცარი ქვა, რომელიც მილიარდობით წლის წინანდელ მასალას შეიცავს

მეც­ნი­ე­რებ­მა ან­ტარ­ქტი­და­ზე უიშ­ვი­ა­თე­სი მე­ტე­ო­რი­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც მზის სის­ტე­მის უძ­ვე­ლეს მა­სა­ლას შე­ი­ცავს. 8-კი­ლო­ი­ან მე­ტე­ო­რიტს, მკვლე­ვარ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო გუნ­დმა 11-დღი­ა­ნი ექ­სპე­დი­ცი­ის მი­წუ­რულს მი­აგ­ნო. ”

როცა და­ვი­ნა­ხეთ, რო­გორ იდგა ის ლურჯ ყი­ნუ­ლებს შო­რის, ყვე­ლა ავ­ღელ­დით“, – ყვე­ბა Chicago Tribune- თან ჩი­კა­გოს სა­ვე­ლე მუ­ზე­უ­მის მკვლე­ვა­რი, მა­რია ვალ­დე­სი.

გა­სა­ო­ცა­რი ქვა, რო­მე­ლიც მი­ლი­არ­დო­ბით წლის წი­ნან­დელ მა­სა­ლას შე­ი­ცავს, კონ­ტი­ნენტზე აღ­მო­ჩე­ნილ მე­ტე­ო­რი­ტებს შო­რის, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დი­დია. ან­ტარ­ქტი­და­ზე ბოლო ასე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სულ 45 000-ზე მეტი მე­ტე­ო­რი­ტია აღ­მო­ჩე­ნი­ლი, მაგ­რამ მათი უმე­ტე­სო­ბა მიკ­რო­მე­ტე­ო­რი­ტია და თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ასე­ულ გრამს იწო­ნის.

“ყვე­ლა მე­ტე­ო­რი­ტი გვაწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას დე­და­მი­წის ევო­ლუ­ცი­ის შე­სა­ხებ“, – ამ­ბობს მა­რია ვალ­დე­სი. მკვლე­ვა­რი დას­ძენს:

“შე­სას­წავ­ლად, პა­ტა­რა ზო­მის მე­ტე­ო­რი­ტე­ბიც კი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­მეც­ნი­ე­რო მა­სა­ლაა, მაგ­რამ, რაღა თქმა უნდა, ასე­თი დიდი მე­ტე­ო­რი­ტის პოვ­ნა იშ­ვი­ა­თი და ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი მო­მენ­ტია, ეს ერ­თგვა­რი იღ­ბა­ლია“.

გოგ­რის ზო­მის მე­ტე­ო­რი­ტი ქონ­დრი­ტის­გა­ნაა წარ­მოქ­მნი­ლი, რაც მე­ტე­ო­რი­ტე­ბის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მა­სა­ლის ტი­პია. სა­ვა­რა­უ­დოდ, ის მთა­ვარ ას­ტე­რო­ი­დულ სარ­ტყელ­ში წარ­მო­იშ­ვა, მარსსა და იუ­პი­ტერს შო­რის.

მე­ტე­ო­რი­ტი ქი­მი­უ­რი ანა­ლი­ზის­თვის ახლა ბელ­გი­ის სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა სა­მე­ფო ინ­სტი­ტუ­ტში იგ­ზავ­ნე­ბა. მისი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ყუ­თით ხდე­ბა, რო­მე­ლიც მას გრი­ლად შე­ი­ნა­ხავს, რათა მისი დე­ლი­კა­ტუ­რი ქი­მი­უ­რი სტრუქ­ტუ­რა სით­ბო­ში არ და­ზი­ან­დეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close