დღის ამბები

ინკების გადამალული ქალაქი, რომელიც საუკუნეების შემდეგ იპოვეს: მაჩუ-პიქჩუ – ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ადგილი დედამიწაზე

ინკების გადამალული ქალაქი, რომელიც საუკუნეების შემდეგ იპოვეს: მაჩუ-პიქჩუ - ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ადგილი დედამიწაზე

პე­რუ­ში, კუს­კოს რე­გი­ონ­ში, ზღვის დო­ნი­დან 2 430 მეტრ სი­მაღ­ლე­ზე მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე იდუ­მა­ლი ქა­ლა­ქი მაჩუ-პიქჩუ მდე­ბა­რე­ობს, რო­მელ­საც “ინ­კე­ბის ქა­ლაქ­საც” ეძა­ხი­ან.

არ­ქე­ო­ლოგ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ის აშენ­და, რო­გორც ინ­კე­ბის იმ­პე­რა­ტორ პა­ჩა­კუ­ტის მა­მუ­ლი. მთელს მსოფ­ლი­ო­ში, ინ­კე­ბის სამ­ყა­რო ბევ­რის­თვის სწო­რედ მაჩუ-პიქჩუს­თან ასო­ცირ­დე­ბა და სი­ნამ­დვი­ლე­ში ზუს­ტად არა­ვინ იცის ამ ჯა­დოს­ნუ­რი ად­გი­ლის რე­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა. არ­სე­ბობს მხო­ლოდ ვა­რა­უ­დე­ბი…

მაჩუ-პიქჩუ 1911 წელს ამე­რი­კელ­მა პრო­ფე­სორმა ჰი­რამ ბინ­გჰემ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა და და­ნარ­ჩენ სამ­ყა­როს მის შე­სა­ხებ გა­ა­გე­ბი­ნა. რთუ­ლი მი­სახ­ვედ­რი არ უნდა იყოს, რომ ის ამ მი­ტო­ვე­ბუ­ლი ად­გი­ლის სი­ლა­მა­ზით მო­ნუს­ხუ­ლი იყო.

ბინ­გჰე­მის “აღ­სა­რე­ბა“ – სტა­ტია მაჩუ-პიქჩუს შე­სა­ხებ ჟურ­ნალ National Geographic-ის აპ­რი­ლის ნო­მერ­ში 1913 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა და სწო­რედ ამ დრო­ი­დან, შთამ­ბეჭ­და­ვი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ად­გი­ლი ტუ­რის­ტებს, მეც­ნი­ე­რებს და მკვლე­ვა­რებს მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან იზი­დავს…

ის არა­ვის უნდა აღ­მო­ე­ჩი­ნა

მისი მშე­ნებ­ლო­ბა ინ­კებ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 1400 წელს და­ი­წყეს, ერთი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ კი, რო­გორც უკვე ინ­კე­ბის იმ­პე­რა­ტო­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი რე­ზი­დენ­ცია, ეს­პა­ნე­ლი კონ­კის­ტა­დო­რე­ბის გა­მო­ჩე­ნის დროს მი­ა­ტო­ვეს. ისი­ნი წუხ­დნენ, რომ ეს­პა­ნე­ლი დამ­პყრობ­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩენ­დნენ და გა­ძარ­ცვავ­დნენ მაჩუ-პიქჩუს. ამ ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, ქა­ლა­ქის აშე­ნე­ბი­დან ას წელ­ზე ნაკ­ლე­ბი ხნის შემ­დეგ, ინ­კებ­მა მი­ა­ტო­ვეს იგი, დაწ­ვეს ტყე­ე­ბი გა­სას­ვლელ­ში, ისე რომ ტყე, რო­მე­ლიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში იზ­რდებ­და, მა­ლავ­და ბი­ლი­კებს მთის­კენ. გეგ­მამ იმუ­შა­ვა და ეს­პა­ნე­ლებ­მა მაჩუ-პიქჩუს აღ­მო­ჩე­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხეს. ის სრუ­ლად და­მა­ლუ­ლი იყო 1911 წელს ჰი­რამ ბი­გ­ჰე­მის ვი­ზი­ტამ­დე. ინ­კე­ბის და­პყრო­ბის დროს, მაჩუ-პიქჩუს შე­სა­ხებ ეს­პა­ნელ­თათ­ვის არა­ფე­რი იყო ცნო­ბი­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, იგი შე­და­რე­ბით ხე­ლუხ­ლებ­ლად არის შე­მო­ნა­ხუ­ლი, რაც მის მნიშ­ვნე­ლო­ბას კი­დევ უფრო ზრდის. 1981 წელს იგი პე­რუს ის­ტო­რი­ულ ნაკ­რძა­ლად გა­მო­ცხად­და, 1983 წელს კი ის იუ­ნეს­კომ შე­ი­ტა­ნა მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლ­თა სი­ა­ში. 2007 წელს კი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­კი­თხვა­ში მაჩუ-პიქჩუ მსოფ­ლი­ოს ახალ შვიდ სა­ოც­რე­ბას შო­რის და­ა­სა­ხე­ლეს.

ბინ­გჰემ­მა არას­წო­რი ქა­ლა­ქი აღ­მო­ა­ჩი­ნა

National Geographic-ის თა­ნახ­მად, რო­მელ­მაც შემ­დგომ­ში ბინ­გჰე­მის რამ­დე­ნი­მე კვლე­ვა და­ა­ფი­ნან­სა, რო­დე­საც ის მაჩუ-პიქჩუ­ში წა­იყ­ვა­ნეს, მას ეგო­ნა, რომ აღ­მო­ა­ჩი­ნა სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი. ბინ­გჰემს სჯე­რო­და, რომ ად­გი­ლობ­რივ­მა გი­დებ­მა მი­იყ­ვა­ნეს ეგ­რეთ წო­დე­ბულ ინ­კე­ბის და­კარ­გულ ქა­ლაქ ვილ­კა­ბამ­ბა­ში, სა­დაც მმარ­თვე­ლებს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბრძო­ლე­ბი ჰქონ­დათ ეს­პა­ნე­ლი დამ­პყრობ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბინ­გჰე­მის არ­გუ­მენ­ტე­ბი არ ყო­ფი­ლა უარ­ყო­ფი­ლი, ვიდ­რე მკვლე­ვარ­მა ჯინ სა­ვო­იმ 1964 წელს არ და­ამ­ტკი­ცა, რომ ინ­კე­ბის ნამ­დვი­ლი და­კარ­გუ­ლი ქა­ლა­ქი იყო ეს­პი­რი­ტუ პამ­პა და ის მაჩუ-პიქჩუს და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე­ობ­და.

ბინ­გჰემს სჯე­რო­და, რომ მაჩუ-პიქჩუ­ში ცხოვ­რობ­და ქა­ლე­ბის ჯგუ­ფი, რო­მელ­საც “მზის ქალ­წუ­ლებს“ ეძახ­დნენ…

შე­საძ­ლოა, მკვლე­ვა­რი კარ­გად აწყობ­და მარ­შრუ­ტებს, მაგ­რამ წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­და რე­ა­ლუ­რად რა იპო­ვა. ბინ­გჰემს არა მხო­ლოდ სჯე­რო­და, რომ მან აღ­მო­ა­ჩი­ნა ვილ­კა­ბამ­ბა, არა­მედ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ მაჩუ-პიქჩუ იყო მი­თი­უ­რი ტამ­პუ ტოკო – ინ­კე­ბის წი­ნაპ­რე­ბის სამ­შობ­ლო. მისი თე­ო­რი­ის თა­ნახ­მად, მაჩუ-პიქჩუ იყო წმინ­და მო­ნას­ტე­რი, სავ­სე რჩე­უ­ლი ქა­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც ცნო­ბი­ლი იყ­ვნენ რო­გორც “მზის ქალ­წუ­ლე­ბი”… ისი­ნი იყ­ვნენ მღვდლე­ბის კონ­ტრო­ლის ქვეშ, რომ­ლე­ბიც თაყ­ვანს სცემ­დნენ მზის ღმერ­თს. ეს თე­ო­რია, ბუ­ნებ­რი­ვია, მცდა­რი აღ­მოჩ­ნდა.

მაჩუ-პიქჩუ შე­საძ­ლოა ყო­ფი­ლი­ყო სა­კუ­რორ­ტო ქა­ლა­ქი

არ­ქე­ო­ლოგ­თა ჯგუ­ფის აზ­რით, მაჩუ-პიქჩუ სა­მე­ფო ოჯა­ხის თავ­შე­საფ­რად აშენ­და. ჯონ როუს, რი­ჩარდ ბურ­გე­რის და ლუსი სა­ლა­ზა­რის კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ინ­კე­ბის მმარ­თველ­მა პა­ჩა­კუ­ტეკ იუ­პან­კიმ შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იდ­გი­ნა ქა­ლა­ქი, რო­გორც მშვი­დო­ბი­ა­ნი ად­გი­ლი კუს­კოს აურ­ზა­უ­რის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად.

მაჩუ-პიქჩუ ყო­ველ­თვის იყო და იქ­ნე­ბა წარ­მო­უდ­გენ­ლად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ქა­ლა­ქი

ან­დე­ბის ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ექ­სპერ­ტმა ბრა­ი­ან ბა­უ­ერმა National Geographic-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ არ­სე­ბობს უამ­რა­ვი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ მაჩუ-პიქჩუ­ში მხო­ლოდ ინ­კე­ბი არ ცხოვ­რობ­დნენ. მა­შინ ამ და­სახ­ლე­ბას არ ჰქონ­და ბაზ­რე­ბი, არ­ქე­ო­ლო­გებ­მა მთე­ლი რე­გი­ო­ნის ოს­ტა­ტე­ბის კე­რა­მი­კა იპო­ვეს, რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ აქ სხვა­დას­ხვა წარ­მო­მავ­ლო­ბის ხალ­ხი ცხოვ­რობ­და, ან სუ­ლაც აქ გზად ჩერ­დე­ბოდ­ნენ.

ინ­კე­ბი ქვე­ბის ოს­ტა­ტე­ბი იყ­ვნენ

მაჩუ-პიქჩუს მა­სი­უ­რი სტრუქ­ტუ­რა აშენ­და ბორ­ბლის, რკი­ნის ხელ­სა­წყო­ე­ბის ან თუნ­დაც კი­რის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე. სა­მა­გი­ე­როდ, National Geographic-ის თა­ნახ­მად, კლდე­ე­ბი იდე­ა­ლუ­რად იყო მო­ჩუ­ქურ­თმე­ბუ­ლი და სრულ­ყო­ფი­ლად იყო ერ­თმა­ნეთ­თან შერ­წყმუ­ლი მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­მელ­საც ქვის და­გე­ბა ეწო­დე­ბა. ეს ასე­ვე საკ­მა­ოდ გო­ნივ­რუ­ლი იყო, რად­გან პერუ მიდ­რე­კი­ლია მი­წისძვრე­ბის­კენ და სწო­რედ კი­რის ნაკ­ლე­ბო­ბამ შე­უ­წყო ხელი სტრუქ­ტუ­რის ამ დრომ­დე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. მაჩუ-პიქჩუ ინ­კე­ბის კლა­სი­კურ სტილ­შია ნა­გე­ბი, ნა­ტი­ფი ქვის კედ­ლე­ბით.

ლეგ­ნე­დის თა­ნახ­მად, უზარ­მა­ზა­რი ქვე­ბის მთა­ზე ასა­ტა­ნად ინ­კე­ბი არა­ნა­ირ ტრან­სპორ­ტს არ იყე­ნებ­დნენ. მი­იჩ­ნე­ვა, რომ ასო­ბით ადა­მი­ა­ნი ტალ­ღე­ბად მი­ა­გო­რებ­და უზარ­მა­ზარ ქვებს აღ­მარ­თებ­ში.

მაჩუ-პიქჩუს კომ­პლექ­სი შედ­გე­ბა 140 სტრუქ­ტუ­რის­გან, რო­მელ­თა შო­რი­საა ტაძ­რე­ბი, სიწ­მინ­დე­ე­ბი, პარ­კე­ბი და რე­ზი­დენ­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­ლით გა­და­ხუ­რულ სახ­ლებ­საც მო­ი­ცავს. აგე­ბუ­ლია ასზე მეტი ქვის სა­ფე­ხუ­რე­ბი­ა­ნი კიბე. ერ­თმა­ნეთ­თა­ნაა გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი კლდე­ებ­ში გაყ­ვა­ნი­ლი წყლი­სა და სად­რე­ნა­ჟო სის­ტე­მის არ­ხე­ბი, რაც ძი­რი­თად სა­ი­რი­გა­ციო სის­ტე­მას წარ­მოქ­მნის. რო­გორც ნივთმტკი­ცე­ბე­ბი უჩ­ვე­ნებს, სა­ი­რი­გა­ციო სის­ტე­მის წყა­ლო­ბით, წმინ­და წყა­რო­დან წყა­ლი თი­თო­ე­ულ სახ­ლს მი­ე­წო­დე­ბო­და.

არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, მაჩუ-პიქჩუს ურ­ბა­ნუ­ლი ნა­წი­ლი სამ დიდ რა­ი­ო­ნად იყო და­ყო­ფი­ლი: წმინ­და უბა­ნი, სა­მო­სახ­ლო უბა­ნი სამ­ხრე­თით და ქუ­რუმ­თა და დი­დე­ბულ­თა უბა­ნი.

ქა­ლა­ქის სამი ძი­რი­თა­დი სტრუქ­ტუ­რა ასე­თია: ინ­ტიჰუ­ა­ტა­ნა (მზის და­საბ­მე­ლი სვე­ტი), მზის ტა­ძა­რი და სამ­ფან­ჯრი­ა­ნი ოთა­ხი – სა­მი­ვე მათ­გა­ნი გან­ლა­გე­ბუ­ლია ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მელ­საც არ­ქე­ო­ლო­გე­ბი მაჩუ-პიქჩუს წმინ­და რა­ი­ონს უწო­დე­ბენ.

ინ­ტიჰუ­ა­ტა­ნის ქვა

ინ­ტიჰუ­ა­ტა­ნა ერთ-ერ­თია სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი სა­რი­ტუ­ა­ლო ქვე­ბი­დან. ქვე­ბი ისეა და­ლა­გე­ბუ­ლი, რომ ზამ­თრის ნა­ბუ­ნი­ო­ბის დროს პირ­და­პირ მზის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი. მისი სა­ხე­ლი კე­ჩუ­ას ენი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს: ინტი ნიშ­ნავს “მზეს“, ვატა კი ზმნის ძი­რია და “დაბ­მას“ ნიშ­ნავს, ნა – სუ­ფიქ­სი კი არ­სე­ბით სა­ხელს ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ემა­ტე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სი­ტყვა­სი­ტყვით ინტი ვა­ტა­ნა “მზის დაბ­მის“ ად­გილს ან სა­შუ­ა­ლე­ბას ნიშ­ნავს, რა­საც ხში­რად სხვა­დას­ხვა ენებ­ში “მზის და­საბ­მელ ბოძ­საც“ უწო­დე­ბენ. ინ­კებს სჯე­რო­დათ, რომ თა­ვის წლი­ურ გზა­ზე, მზეს ცაში სწო­რედ ეს ქვა აკა­ვებ­და. ქვა სამ­ხრე­თის 13°9’48”-ზე მდე­ბა­რე­ობს. 11 ნო­ემ­ბრი­სა და 30 იან­ვრის შუ­ა­დღეს, მზე ზუს­ტად სვე­ტის თავ­ზე ექ­ცე­ვა, ისე, რომ ჩრდილ­საც კი არ ტო­ვებს. 21 ივ­ნისს ქვა სამ­ხრე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით ყვე­ლა­ზე გრძელ ჩრდილს წარ­მოქ­მნის, 21 დე­კემ­ბერს კი ყვე­ლა­ზე მოკ­ლეს ჩრდი­ლო­ე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ეს ქვა ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი სა­ა­თის ან კა­ლენ­დრის ფუნ­ქცი­ებს ას­რუ­ლებ­და.

ქა­ლა­ქის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის დიდი ნა­წი­ლი და­მა­ლუ­ლია

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დი­დე­ბუ­ლი მთის ქა­ლა­ქი აღ­მარ­თუ­ლია ხე­ო­ბის ზე­მოთ, ქა­ლა­ქის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სას­წა­უ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა მი­წის­ქვე­შაა. Australias News-ის თა­ნახ­მად, კონ­სტრუქ­ცი­ის და­ახ­ლო­ე­ბით 60% ინ­კე­ბის მიერ იყო და­ფა­რუ­ლი, რო­გორც ტე­რა­სუ­ლი ბორ­ცვე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ძირ­კვლის კედ­ლე­ბის ჯაჭვს და სად­რე­ნა­ჟო სის­ტე­მას წარ­მო­ად­გენს.

სულ მცი­რე ორი და­მა­ლუ­ლი ტა­ძა­რი

ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი სა­ნა­ხა­ვია მთვა­რის ტა­ძა­რი და მზის მღვი­მე. მთვა­რის ტაძ­რის მო­ნა­ხუ­ლე­ბა მო­ი­თხოვს კი­ბე­ებ­ზე ას­ვლას ჰუ­ა­ი­ნა პიქჩუს მთა­ზე ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ზე­ვით არის პა­ტა­რა, მაგ­რამ გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი ტა­ძა­რი, რო­მე­ლიც ჩა­შე­ნე­ბუ­ლია კლდის კე­დელ­ში. ინ­ტი­მა­ჩაი, ანუ მზის მღვი­მე, მდე­ბა­რე­ობს მთა­ვა­რი მაჩუ-პიქჩუს ზო­ნის ქვე­მოთ, რის გა­მოც ბევ­რი ტუ­რის­ტი მის უნა­ხა­ვად ბრუნ­დე­ბა. გა­მოქ­ვა­ბუ­ლი იყო წმინ­და სივ­რცე, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა გა­მიზ­ნუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო დე­კემ­ბრის მზედ­გო­მის დროს ამო­მა­ვა­ლი მზის­თვის, რო­გორც ზამ­თრის რი­ტუ­ა­ლის ნა­წი­ლი.

ახა­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი აღ­მო­ჩე­ნე­ბი მაჩუ-პიქჩუ­ში

2014 წელს ფრან­გმა მკვლე­ვარ­მა ტი­ე­რი ჯა­მინ­მა იპო­ვა მაჩუ-პიქჩუს აქამ­დე გა­უხ­სნე­ლი კარი, რო­მე­ლიც, მისი აზ­რით, არის მაჩუ-პიქჩუს ავ­ტო­რის, პა­ჩა­კუ­ტეკ იუ­პან­კის სა­მე­ფო სა­მარ­ხი. პე­რუს მთავ­რო­ბა კი არ აძ­ლევს მას საკ­ნის გახ­სნის უფ­ლე­ბას, რად­გან მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეს გა­მო­უს­წო­რე­ბელ ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს ქა­ლაქს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ­ჟა­მად ქა­ლა­ქი იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლია და მეც­ნი­ე­რე­ბი ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლო­ბენ წმინ­და ად­გი­ლებს, რჩე­ბა უამ­რა­ვი სა­ი­დუმ­ლო მაჩუ-პიქჩუ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვინც ის აა­შე­ნა. დღემ­დე, ასო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი მზად არის ყო­ველ­წლი­უ­რად გა­ემ­გზავ­როს მაჩუ-პიქჩუ­ში, რათა ნა­ხოს მზის ჩას­ვლა კოშ­კე­ბის ქვის ძეგ­ლებ­ზე, აღ­ფრთო­ვან­დნენ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ შექ­მნი­ლი სა­ოც­რე­ბით.

ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა­ზე გა­მოც­დი­ლი მოგ­ზა­უ­რიც კი ამ სა­ო­ცარ, იდუ­მა­ლე­ბით მო­ცულ ქა­ლაქ­ში რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბულ­სა და და­უ­ვი­წყარს აღ­მო­ა­ჩენს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close