Home დღის ამბები საინფორმაციო კამპანია ყარაჯალაში

საინფორმაციო კამპანია ყარაჯალაში

კორონავირუსის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი ბუკლეტები და ფლაერები დაარიგეს.

ამ პროცესს უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ
შეგირებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კახეთის გუბერნატორი და თელავის მერი.

ცენტრალური და ადგილბრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას ადგილზე გააცნეს covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები. გარდა ამისა, ისაუბრეს მედიკოსების რეკომენდაციისა და დისტანციის დაცვის მნიშვნელობაზე.

სოფელ ყარაჯალაში რამდენიმე დღეა მოხალისეთა ჯგუფები კარდაკარის პრინციპით კორონავირუსის საფრთხის შესახებ მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას აწვდიან.