ეკონომიკა

საიდან შემოდის 26.5%-ით გაძვირებული ბოსტნეული საქართველოში

საიდან შემოდის 26.5%-ით გაძვირებული ბოსტნეული საქართველოში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით (საქსტატი), 2023 წლის იანვარში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 15%-ითაა მომატებული წლიურ ჭრილში. ამ ჯგუფში ყველაზე მეტად, 26.5%-ით ბოსტნეული და ბაღჩეულია გაძვირებული. საინტერესო იქნება თვალი გადავავლოთ, თუ საიდან შემოდის ეს პროდუქცია ქვეყანაში.

საქსტატის თანახმად, გასულ წელს საქართველოში 47.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბოსტნეული შემოვიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე, 35.8 მლნ აშშ დოლარზე, 32.7%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ წელს იმპორტირებული ბოსტნეულის ღირებულება 2014 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია, იმპორტმა რეკორდულ ნიშნულს, 60.3 მლნ აშშ დოლარს კი 2011 წელს მიაღწია.

ქვეყნების მიხედვით, საქართველოსთვის ბოსტნეულის უმსხვილესი მიმწოდებლები თურქეთი, უზბეკეთი და აზერბაიჯანი არიან. ტოპ-5 საიმპორტო ქვეყნის დეტალური მონაცემები შემდეგნაირია:

თურქეთი – 26.6 მლნ აშშ დოლარი;

უზბეკეთი – 6.1 მლნ აშშ დოლარი;

აზერბაიჯანი – 3.6 მლნ აშშ დოლარი;

რუსეთი – 1.9 მლნ აშშ დოლარი;

ირანი – 1.7მლნ აშშ დოლარი.

რაც შეეხება ექსპორტს, იმპორტის ზრდის ფონზე, 2022 წელს საქართველოდან გატანილი პროდუქციის ღირებულება თითქმის განახევრდა და 14.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2021-ში მაჩვენებელი რეკორდული 28.6 მლნ აშშ დოლარი იყო. ყველაზე დიდი ოდენობით პროდუქცია ქვეყნიდან რუსეთში (6.6 მლნ აშშ დოლარი), სომხეთსა (3.5 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანში (1.9 მლნ აშშ დოლარი) გადის.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close