ეკონომიკა

პროდუქტები, რომელიც იანვარში გაიაფდა

პროდუქტები, რომელიც იანვარში გაიაფდა

2023 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.4% შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, „საქსტატის“ ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.7 % შეადგინა.

2023 წლის დასაწყისში, ფასი სულ 9 საკვებ პროდუქტზე შემცირდა.

გთავაზობთ პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც იანვარში ყველაზე მეტად გაიაფდა:

კომბოსტო – 53.7%

ქლიავი – 29.9%

ბადრიჯანი – 15.4%

ნიორი – 14.8%

მზესუმზირის ზეთი – 8.6%

კივი – 6.4%

ყურძენი – 6.4%

ნიგოზი – 2.9%

წიწიბურა – 1.8 %

ინფორმაციისთვის, გასული წლის იანვარში ჩამონათვალიდან თითქმის ყველა პროდუქტი ყველაზე მეტად გაძვირებულთა ჩამონათვალში იყო. კერძოდ: კომბოსტო – 217.7%-ით, ქლიავი – 55.8%, ბადრიჯანი – 36.4%, წიწიბურა – 28.4%-ით, მზესუმზირის ზეთი – 20.6%.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close