სპორტი

რამდენი ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს 2022 წელს ქართველებმა?

რამდენი ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს 2022 წელს ქართველებმა?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა ცენტრმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა 2022 წლის სპორტის სექტორში დაფიქსირებული მაჩვენებლები. ჩამონათვალში სპორტის ოლიმპიური, არაოლიმპიური და პარაოლიმპიური სახეობებია გათვალისწინებული.

ოლიმპიურ დისციპლინაში 16 წლამდე სპორტსმენებმა სულ 204 მედალი მოიპოვეს აქედან 104 ოქრო, 72 ვერცხლი და 98 ბრინჯაო. 16-22 წლამდე ახალგაზრდებმა – 76 ოქრო, 68 ვერცხლი და 72 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს. ზრდასრულთა ანუ 23 წლის და ზემოთ კატეგორიაში ყველაზე ნაკლები 60 ოქროს მედალი გვხვდება, ვერცხლი 62 და 83 ბრინჯაოს მედალი.

განსხვავებული ვითარებაა არაოლიმპიურ სახეობებში, სადაც ზრდასრულებში უფრო კარგი შედეგები გვაქვს ვიდრე ახალგაზრდებში. 16 წლამდელთა კატეგორიაში 13 ოქროს, 20 ვერცხლისა და 18 ბრინჯაოს მედალი გვაქვს მოპოვებული. 16-დან 22-წლამდე ასაკის სპორტსმენებმა ჯამურად 28 მედლის დასაკუთრება შეძლეს მათ შორის ოქროს 8, ვერცხლის 11 და ბრინჯაოს 9 მედალია. მდგომარეობა გაცილებით უკეთესია 23 წელს ზემოთ ასაკის სპორტსმენებში, სადაც ათლეტებმა 59 ოქროს, 32 ვერცხლის და 32 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

რაც შეეხება პარაოლიმპიურ სახეობებში დაფიქსირებულ შედეგებს აღსანიშნავია, რომ ასაკობრივ კატეგორიებში მედლები არ გვაქვს მოპოვებული, ხოლო ზრდასრულების კატეგორიაში 22 ოქროს, 16 ვერცხლის და 29 ბრინჯაოს მედალი გვიფიქსირდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close