მსოფლიო

ლაზერ-შოუ, დრონების წარმოდგენა და კონცერტი ვარსკვლავების მონაწილეობით – დიდი ბრიტანეთი ჩარლზ III-ის კორონაციისთვის ემზადება

ლაზერ-შოუ, დრონების წარმოდგენა და კონცერტი ვარსკვლავების მონაწილეობით - დიდი ბრიტანეთი ჩარლზ III-ის კორონაციისთვის ემზადება

ბუკინგემის სასახლემ მეფე ჩარლზ III-ისა და დედოფალ კამილას კორონაციის დეტალები გამოაქვეყნა. ლონდონის ვესტმინსტერის სააბატოში ოფიციალური ცერემონიის გარდა, უინძორის სასახლეში კონცერტი მსოფლიოს ცნობილი მომღერლების მონაწილეობით გაიმართება, ასევე სპეციალურად შეიქმნება „კორონაციის გუნდი“ .

კორონაცია ვესტმინსტერის სააბატოში 6 მაისს გაიმართება, კონცერტი კი 7 მაისით თარიღდება. 6 მაისს დღე საკათედრო ტაძარში საზეიმო მსვლელობით დაიწყება და მეფისა და დედოფლის აივანზე ტრადიციული გამოჩენით დასრულდება.

ცნობილი ხდება, რომ „კორონაციის გუნდი“ დაკომპლექტდება სამოყვარულო ჯგუფების წარმომადგენლებისგან, მათ შორის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის, ლტოლვილთა თემების, ლგბტ+ ჯგუფებისა და სმენადაქვეითებული პირებისგან. ეს ყველაფერი ასახავს ცერემონიის მთავარ მიზანს: მათ უნდა მიაღწიონ ბრიტანული საზოგადოების ყველაზე ფართო სეგმენტს და დროში დამსახურებული ტრადიციები თანამედროვეობასთან გააერთიანონ.

დაგეგმილია ასევე ლაზერ-შოუ და დრონების წარმოდგენა.

რა არის დაგეგმილი კორონაციის უქმეებზე:

6 მაისი – კორონაციის მსახურება ვესტმინსტერის სააბატოში; მსვლელობა; გამოჩენა ბუკინგემის სასახლის აივანზე.

7 მაისი – კონცერტი და ლაზერ-შოუ უინძორის სასახლეში; ქუჩის წვეულებები. ეს არის ტრადიციული დღესასწაულები, რომლებიც შეიძლება გამართონ ცალკეული ქუჩების ან უბნების მცხოვრებლებმა. ისინი წინასწარ უნდა იყოს დამტკიცებული, რათა პოლიციამ, დამტკიცების შემთხვევაში, მოძრაობის ორგანიზება უზრუნველყოს.

8 მაისი – დამატებითი დასვენების დღე, ასევე “დიდი დახმარება”, რომელშიც გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს მოუწოდებენ მონაწილეობა მიიღონ მოხალისეობრივ პროგრამებში.

ვინ მიიღებს მონაწილეობას უინძორში გამართულ კონცერტში, ჯერჯერობით უცნობია. კონცერტზე წარმოდგენილი იქნება ყველა ჟანრი, მათ შორის მუსიკა, ცეკვები და თეატრისა და კინომსახიობთა მხატვრული წარმოდგენა – ჩარლზ III შექსპირის დიდი თაყვანისმცემელია.

კორონაცია ვესტმინსტერის სააბატოში

კორონაციის ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება და როგორც ყოველთვის, სავსე იქნება რელიგიური სიმბოლიზმით.

არსებობს ვარაუდი, რომ პროცესი უფრო მოკლე და მოკრძალებული იქნება, ვიდრე 1953 წელს ელიზაბეტ II-ის კორონაცია, რომელიც სამ საათს გაგრძელდა.

მსვლელობაც უფრო მოკრძალებული იქნება. 70 წლის წინ მასში 16 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

ამჯერად კი, მეფე და დედოფალი სააბატოში პირდაპირ სასახლიდან მივლენ, იმ ადამიანების თანხლებით, რომლებიც უშუალოდ სამეფო სახლთან არიან დაკავშირებული. ისინი აპირებენ დაბრუნებას კორონაციის უფრო დიდი მსვლელობის ფარგლებში, რომლის ზუსტი შემადგენლობა ჯერჯერობით უცნობია, ისევე როგორც არ ვიცით, სამეფო ოჯახის რომელი წევრები გამოჩნდებიან მათთან ერთად აივანზე.

არ არის გამორიცხული, რომ კორონაციაზე მიწვეულთა დრესკოდი უფრო თანამედროვე იყოს და არა ისეთი ოფიციალური, როგორც ელიზაბეტ II-ის დროს.

ისევე, როგორც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროცესის მსგავსად, მკვეთრად შეიკვეცება კორონაციის ბიუჯეტიც, რომელსაც სახელმწიფო იხდის. ზუსტი ოდენობა, რა თქმა უნდა, ჯერ უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ 1953 წელს, ელიზაბეტ II-ის ოფიციალური გამეფება, 2021 წლის ფასებით, 18,8 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაჯდა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close