დღის ამბები

ბავშვის გაჩენა ღილაკზე თითის დაჭერით იქნება შესაძლებელი – 10 წლის შემდეგ ხელოვნური საშვილოსნოები შვილების გაჩენის მთავარ გზად იქცევა

ბავშვის გაჩენა ღილაკზე თითის დაჭერით იქნება შესაძლებელი - 10 წლის შემდეგ ხელოვნური საშვილოსნოები შვილების გაჩენის მთავარ გზად იქცევა

ხელოვნური საშვილოსნო უახლოეს მომავალში მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი გამოგონება იქნება.

ბიოტექნოლოგები აცხადებენ, რომ 10 ან მაქსიმუმ 15 წლის შემდეგ ხელოვნური საშვილოსნოები შვილების გაჩენის მთავარ გზად იქცევა. მშობლებს შვილებისთვის თვალის, კანის, თმის ფერის წინასწარ შერჩევა შეეძლებათ.

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა კომპიუტერული მოდელირებით შექმნილი ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორი შეიძლება იყოს მომავალში ხელოვნური საშვილოსნო ე.წ. EctoLife და ის დაწესებულება, სადაც ემბრიონის ზრდა-განვითარება ხელოვნურ საშვილოსნოებში მოხდება.

EctoLife -ის წარმომადგენლის თქმით, მათი კონცეფცია იმით არის გამორჩეული, რომ პროცესი შეიძლება გამოყენებულ იქნეს „თანდაყოლილი დეფექტების სკრინინგისთვის“.

ხელოვური საშვილოსნო ასევე მშობლებს შესთავაზებს შესაძლებლობას, “ემბრიონის ხელოვნურ საშვილოსნოში ჩანერგვამდე, მოახდინონ გენეტიკური ინჟინერია.“ – ეს შექმნის შესაძლებლობას, „გამოასწოროთ ნებისმიერი მემკვიდრეობითი გენეტიკური დაავადება, რომელიც თქვენი ოჯახის ისტორიის ნაწილია.

როგორც ბიოტექნოლოგი ჰაშემ ალ გაილი აცხადებს, ხელოვნური საშვილოსნო ჩვილთა ინკუბატორების გაუმჯობესებული ვერსია იქნება.

„ის ამოვსებული იქნება სითხით, რომელსაც ექნება ისეთივე მჟავა-ტუტოვანი, ნუტრიენული და ტემპერატურული გარემო, როგორც ბუნებრივ გარემოში, დედის საშვილოსნოში არსებულ ამნიონურ სითხეს აქვს. ხელოვნური საშვილოსნო აღჭურვილი იქნება ჟანგბადით, საკვებითა და იმ ყველა საჭირო ნივთიერებებით, რომელიც ემბრიონის განვითარებისთვისაა საჭირო.”- აცხადებს ის.

ხელოვნური საშვილოსნოს თავზე განთავსებულია მოლეკულები, რომლებიც ემბრიონს თავისკენ მაგნიტივით იზიდავს. ამ მიზიდულობის წყალობით ნაყოფი ბუნებრივად თავსდება ხელოვნურ საშვილოსნოში, სადაც ემბრიონი მომავალი 9 თვის განმავლობაში ზრდას განაგრძნობს.

ბიოტექნოლოგები ამბობენ, ხელოვნური საშვილოსნოს თავზე მოთავსებული იქნება კამერა, რომლის საშუალებითაც ემბრიონის ზრდის ყველა ეტაპის მონიტორინგი იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, მშობლებს საშუალება ექნებათ 24 საათის განმავლობაში თვალი ადევნონ ნაყოფის განვითარების პროცესს და ასევე, მოინახულონ ის რამდენჯერაც ამისი სურვილი ექნებათ. მშობლები შეძლებენ აკონტროლონ ემბრიონის გულისცემა, ტემპერატურა, ჟანგბადის სატურაცია, სუნთქვის სიხშირე.

დინამიკები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბავშვისთვის სიტყვებისა და მუსიკის ფართო სპექტრის დასაკრავად, იმ ბგერების მიბაძვით, რომლებიც ჩვილებს ესმით დედის მუცელში ყოფნისას.

როცა ბავშვი სრულ სიმწიფეს მიაღწევს, მშობიარობის პროცესი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ღილაკის დაჭერით, რაც გამოიწვევს ხელოვნური ამნისტიური სითხის გადინებას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close