საზოგადოება

ძლიერი თოვა, ქარი – როდიდან გამოიდარებს საქართველოში?

ძლიერი თოვა, ქარი - როდიდან გამოიდარებს საქართველოში?

ქვეყნის მასშტაბით გამოდარებას 15 იანვრიდან უნდა ველოდოთ. მანამდე, სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ ძლიერ თოვას, დასავლეთში კი ქარს ვარაუდობენ.

ნისლის, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო შეზღუდვები კვალვ მოქმედებს გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე. ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა;

ამასთან, შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close