მსოფლიო

ილონ მასკი დაკარგული ქონებით გინესის რეკორდსმენი გახდა

ილონ მასკი დაკარგული ქონებით გინესის რეკორდსმენი გახდა

SpaceX-ისა და Tesla-ს მმართველი, ამერიკელი მილიარდერი, ილონ მასკი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. მან მსოფლიო რეკორდი დაკარგული პირადი თანხის ოდენობით მოხსნა. ინფორმაციას Business Insider ავრცელებს.

ორგანიზაცია „გინესის რეკორდების წიგნის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ილონ მასკმა ისტორიაში პირადი სიმდიდრის ყველაზე დიდი დანაკარგისთვის მსოფლიო რეკორდი ოფიციალურად დაამყარა.“ ორგანიზაცია თავის გადაწყვეტილებაში Forbes-ის მონაცემებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, მასკის პირადი კაპიტალი მხოლოდ ერთ წელიწადში 183 მლრდ დოლარით შემცირდა.

მასკამდე რეკორდსმენი იაპონელი მეწარმე, Softbank-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მასაესი სონი იყო, რომელმაც 2000 წელს პირადი ქონებიდან 58,6 მლრდ დოლარი დაკარგა.

„არ ინერვიულოთ! მიუხედავად იმისა, რომ მასკმა ყველაზე მეტი ფული დაკარგა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ადამიანმა ისტორიაში, მას უახლოეს მომავალში არ მოშივდება, რადგან მეორე უმდიდრეს ადამიანად რჩება მსოფლიოში,” – ნათქვამია „გინესის რეკორდების წიგნის“ განცხადებაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close