განათლება

2022 წელს სტატუსი 36156 სტუდენტს შეუჩერდა

2022 წელს სტატუსი 36156 სტუდენტს შეუჩერდა

­2022 წელს სტატუსი 36156 სტუდენტს შეუჩერდა.  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცნობით, 36156 სტუდენტიდან 15013-ს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო შეუჩერდა, რაც 42%-ს შეადგენს.

გაცნობებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, სტუდენტის სტატუსის შეჩერებად განიხილება დაწესებულებისა და სტუდენტის უფლება-მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გარეშე.

სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი შესაძლოა, იყოს სტუდენტის პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე); უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა; ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება; ფინანსური დავალიანება ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოება.

ამასთან, სტატუსშეჩერებულ სტუდენტს უფლება აქვს გაიაქტიუროს სტატუსი და სტუდენტმა სტატუსი შეიძლება შეიჩეროს რამდენჯერმე. ერთ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში სტატუსშეჩერებული სტუდენტი შეიძლება აქტიური იყოს სხვა უმაღლეს სასწავლებელში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close