ეკონომიკა

ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ანანასი შემოდის

ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ანანასი შემოდის

2022 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 1.042 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 908 ტონა ანანასი შემოვიდა. მაშინ როცა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 985 ტონა იყო, რაც ღირებულებით ნაწილში 964,06 ათას დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება ქვეყნებს, ახალი ან გამხმარი ანანასი გასული წლის 11 თვეში ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა თურქეთიდან. იმპორტმა მეზობელი ქვეყნიდან 504,39 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, მას მოსდევს ნიდერლანდები საიდანაც – 399,53 ათასი დოლარის ანანასი შემოვიდა.

იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მე-3 პოზიციაზეა ჩინეთი, საიდანაც ანანასის იმპორტმა 55,49 ათასი დოლარი შეადგინა, მე-4 და მე-5 ადგილს კი ტაილანდი და კოსტა-რიკა ინაწილებენ, ამ ქვეყნებიდან იმპორტმა შესაბამისად, 43,63 ათასი და 20,07 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

გარდა ამ ხუთეულისა, გასულ წელს ანანასის იმპორტი განხორციელდა ასევე სომხეთიდან, საფრანგეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და პოლონეთიდან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close