ეკონომიკა

გამორჩენილი უძრავი ქონება, არადეკლარირებული სამეწარმეო საქმიანობა – რა დარღვევები გამოუვლინდათ თანამდებობის პირებს ქონებრივ დეკლარაციებში

გამორჩენილი უძრავი ქონება, არადეკლარირებული სამეწარმეო საქმიანობა - რა დარღვევები გამოუვლინდათ თანამდებობის პირებს ქონებრივ დეკლარაციებში

ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევების გამო, 2022 წელს შემოწმებულ თანამდებობის პირთა 36% დაჯარიმდა. ამის შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

კერძოდ, როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, 2022 წლის განმავლობაში შემოწმებული 377 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციიდან, დადებითად შეფასდა 165 დეკლარაცია (44%), უარყოფითად – 181 დეკლარაცია, საიდანაც დაჯარიმდა – 136 თანამდებობის პირი (36%), ხოლო გაფრთხილება მიეცა – 45 თანამდებობის პირს (12%), 31 თანამდებობის პირის დეკლარაციაზე კი მონიტორინგი შეწყდა (8%).

2022 წლის განმავლობაში უარყოფითად შეფასებული თანამდებობის პირების დეკლარაციების შეფასების კრიტერიუმები შემდეგნაირად გადანაწილდა – 181 უარყოფითად შეფასებული დეკლარაციიდან:

31%-ს დარღვევა ჰქონდა უძრავი ქონების ნაწილში, სადაც გამორჩენილი იყო უძრავი ქონება ან/და არასწორად იყო მითითებული უძრავი ქონების რეალური ფართი;

65% შემთხვევებში არასწორად ან/და შეცდომით სხვა თარიღის მონაცემით იყო მითითებული საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთი, ასევე არ იყო მითითებული მულტისავალუტო ანგარიშების შემთხვევაში სხვა ვალუტის ანგარიშები ან/და გამორჩენილი იყო ძველი საბანკო ანგარიშები;

34% დეკლარაციაში არ იყო დადეკლარირებული სამეწარმეო საქმიანობა ან არ იყო მითითებული ძველი საწარმოები, რომლებსაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ბრუნვა არ ჰქონიათ;

43% არ ქონდა სწორად დაანგარიშებული ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგი, ან არ იყო დადეკლარირებული ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც აღემატება კანონმდებლობით დადგენილ დეკლარირებისათვის სავალდებულო ზღვარს;

61%-ს დარღვევა ჰქონდა საანგარიშო პერიოდში მიღებული შემოსავლის არასწორად დადეკლარირების გამო;

78% დეკლარაციების უარყოფითად შეფასდა ოჯახის წევრების მონაცემების არასწორად მითითების გამო;

29% თანამდებობის პირების დეკლარაციების უარყოფითად შეფასება განაპირობა მათ მიერ დოკუმენტაციის კანონით დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close