ეკონომიკა

პროდუქტები, რომლებიც ყველაზე მეტად გაიაფდა

პროდუქტები, რომლებიც ყველაზე მეტად გაიაფდა

დეკემბერში საქართველოში წლიური ინფლაცია 9.8% იყო. წინა თვეებთან შედარებით წლიური ინფლაციის დონე შემცირებულია, თუმცა ის სამიზნე 3%-ს მაინც სამჯერ აღემატება. ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონე 305 სამომხმარებლო პროდუქტის ფასებით იზომება. ამ პროდუქტებს შორისაა სურსათი; სხვადასხვა სერვისი; გართობის; დასვენების და სხვა აქტივობების ფასები.

სამომხმარებლო საქონლის და სერვისების უმეტესობა გაძვირებულია, თუმცა 50-ზე მეტი პროდუქტი გაიაფებულია, მათ შორის ყველაზე მეტად, 46%-ით კომბოსტოს ფასი არის შემცირებული, 27%-ით არის დაკლებული ქლიავის ფასი, ხოლო ქალის კაბა 26%-ით.

ტოპ 20 პროდუქტი, რომელიც ყველაზე მეტად გაიაფდა:

1. კომბოსტო – 46%
2. ქლიავი – 27%
3. ქალის კაბა – 26%
4. სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები – 24%
5. საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები – 24%
6. ტელევიზორი – 23%
7. კომპიუტერი – 23%
8. ფოტოაპარატი – 15%
9. მტვერსასრუტი – 15%
10. მამაკაცის ფეხსაცმელი – 15%
11. მობილური ტელეფონი – 15%
12. ახალი მსუბუქი ავტომობილი – 13%
13. მამაკაცის შარვალი – 10%
14. ნიორი – 10%
15. ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი – 10%
16. ბადრიჯანი – 10%
17. ვიტამინები – 9%
18. სარეცხი მანქანა – 9%
19. ქალის სვიტერი – 9%
20. ქალის დემისეზონური ქურთუკი – 8%

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close