დღის ამბები

ავტომობილის რეგისტრაცია და სანომრე ნიშნის აღება გაძვირდა – რა ეღირება მომსახურება

ავტომობილის რეგისტრაცია და სანომრე ნიშნის აღება გაძვირდა - რა ეღირება მომსახურება

2023 წლიდან ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობისა და სანომრე ნიშნის გაცემის საფასური გაიზარდა.

კერძოდ, 1-ლი იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის საფუძველზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი ცალკეული მომსახურების საფასური ძვირდება.

კერძოდ, იანვრიდან სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად, 100 ლარი ღირს; ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად, 80 ლარი გახდა, ხოლო ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის ერთი წყვილის აღდგენის საფასური 35 ლარის ნაცვლად, 80 ლარი ეღირება.

ცვლილებები “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ კანონში განხორციელდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close