დღის ამბები

2023 წლიდან გარკვეულ წამლებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

2023 წლიდან გარკვეულ წამლებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

2023 წლიდან სახელმწიფო, მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება. პირველი იანვრიდან ცვლილება 1 100-ზე მეტ, ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტს შეეხება. ფასების რეგულირება 2 დონეზე მოხდება. ეს იქნება, როგორც ორიგინალი მედიკამენტების, ასევე მათი გენერიკების ღირებულების მაქსიმალური ჭერი.

ფასები საბითუმო და საცალო დონეზე დარეგულირდება. საცალო ქსელს, წამლის ღირებულების შესაბამისად, გარკვეული პროცენტული ფასნამატის გაკეთება შეეძლება. მარჟები, საბითუმო გასაყიდი ფასის მიხედვით მერყეობს და 15%-დან 40%-მდე განისაზღვრება. რაც უფრო ძვირია წამლის ღირებულება, მით უფრო მცირდება მარჟა, ხოლო 100 ლარის ზევით, ღირებულების მედიკამენტზე, საცალო კომპანიებს, ფიქსირებულად, მაქსიმუმ 20 ლარის დამატება შეეძლებათ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close