დღის ამბები

რეტროგრადული მერკური 29 დეკემბრიდან – რისი გაკეთება არ შეიძლება მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენის დროს და რა არის რეკომენდებული

რეტროგრადული მერკური 29 დეკემბრიდან - რისი გაკეთება არ შეიძლება მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენის დროს და რა არის რეკომენდებული

2023 წლის განმავლობაში 4 რეტროგრადული მერკური გველოდება. პლანეტა მერკური ასტროლოგიაში კომუნიკაციაზე, აზროვნების პროცესზე, ინფორმაციის გაცვლაზე, ტრენინგების წარმართვაზე, ფინანსურ ურთიერთობებსა და საქმიანი დოკუმენტების მოწესრიგებაზეა პასუხისმგებელი. რეტროგრადული მოძრაობის დროს პლანეტა საპირისპირო მიმართულებით გადაადგილდება და თითოეულ ადამიანსა და ცხოვრების იმ სფეროზე, რომელსაც თავად განაგებს, დიდ გავლენას ახდენს. რეტროგრადული მერკურის შემთხვევაში გართულებულია კომუნიკაცია, საქმიანი ურთიერთობები, ხშირია კონფლიქტური სიტუაციები და წარმატების ხარისხიც მცირდება.

2022 წლის ბოლო და 2023 წლის პირველი რეტროგრადული მერკური 29 დეკემბრიდან გველოდება და ეს პლანეტა საპირისპირო მოძრაობას 19 იანვრამდე გააგრძელებს. პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას თხის რქის ნიშანში დაიწყებს . კარიერისა და მიზნების განხორციელების თვალსაზრისით კი შესაძლოა, გარკვეული სირთულეები შეგვხვდეს. გარდა ამისა, შეიძლება მოულოდნელ უსიამოვნებებსაც წავაწყდეთ. იმისათვის, რომ ეს პერიოდი შედარებით მშვიდად გავიაროთ, მნიშვნელოვანია, ასტროლოგების რეკომენდაცია გავითვალისწინოთ.

რისი გაკეთება შეიძლება?

მოაწესრიგეთ ნივთები გარდერობში, მოიშორეთ ძველი, არასაჭირო ნივთები;

გადახედეთ სამომავლო გეგმებს და შეიტანეთ გარკვეული ცვლილებები;

უარი თქვით არაპროდუქტიულ ურთიერთობებზე, შეწყვიტეთ იმ ადამიანებთან კომუნიკაცია, რომლებიც თქვენზე უარყოფით გავლენას ახდენენ;

აითვისეთ ახალი მასალა, გადაიმეორეთ წარსულში ნასწავლი საკითხები;

განაახლეთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებთანაც კომუნიკაცია შეწყვეტილი გქონდათ;

მოაწესრიგეთ გარემო;

ჩამოწერეთ ახალი მიზნები და ნელ-ნელა დაიწყეთ მათი ასრულებისთვის მუშაობა.

ასტროლოგები გირჩევენ, რომ რეტროგრადული მერკურის პერიოდში ჯობს, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისაგან თავი შეიკავოთ. ან გიდევ დოკუმენტების შედგენისა და კომუნიკაციის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ.

რისი გაკეთება არ შეიძლება?

მნიშვნელოვან დოკუმენტებსა და გარიგებებზე ხელმოწერა – ასტროლოგების თქმით, რეტროგრადული მერკურის დროს მოლაპარაკებები წარუმატებელი იქნება;

ახალი თანამშრომლობის წამოწყება;

ახალი, მასშტაბური პროექტის დაწყება;

ქორწინების რეგისტრაცია;

ძვირად ღირებული ტექნიკისა და მანქანის ყიდვა;

ასევე, თუ საჩქარო არ არის, ასტროლოგები გირჩევენ, რომ რეტროგრადული მერკურის დროს ქირურგიულ ოპერაციას არ მიმართოთ.

ამავე პერიოდში შესაძლოა, შინაგანი შფოთვა და არეულობა იგრძნოთ. ამიტომაც, ეცადეთ, დრო მშვიდ და პოზიტიურ გარემოში გაატაროთ და გააკეთოთ ის, რაც ბედნიერებას განიჭებთ. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციას და ეცადეთ, თავადაც კარგად განსაზღვროთ თითოეული სიტყვა თუ წინადადება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close