სპორტი

პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

82 წლის ასაკში ფეხბურთის მეფე, პელე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრაზილიური მედია ავრცელებს.

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა სან პაულუში, ალბერტ აინშტაინის სახელობის საავადმყოფოში იყო მოთავსებული. ის წლების განმავლობაში მსხვილი ნაწლავის კიბოს დაავადებას ებრძოდა.

პელემ სპორტული კარიერა 1977 წელს დაასრულა. პელე ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელიც სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი – 1958, 1962 და 1970 წლებში.

FIFA-მ პელე მსოფლიოს უდიდეს ფეხბურთელად, ხოლო საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კი მე-20 საუკუნის სპორტსმენად დაასახელა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close