სპორტი

FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო გოლი დაასახელა

FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო გოლი დაასახელა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (FIFA) კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო გოლი დაასახელა.

საუკეთესოდ ბრაზილიის ნაკრების ფორვარდის, რიშარლისონის მიერ სერბეთის ნაკრების კარში გატანილი გოლი დასახელდა.

ხმის მიცემის პროცესში რიშარლისონის გოლმა სალემ ალ-დავსარის (საუდის არაბეთი), კოდი გაკპოს (ნიდერლანდები), ენცო ფერნანდესის (არგენტინა), ვენსან აბუბაქარის (კამერუნი), ლუის ჩავესის (მექსიკა), კილიან მბაპეს (საფრანგეთი), პეკ სინ ჰოს (სამხრეთ კორეა), ნეიმარის (ბრაზილია) და რიშარლისონის კიდევ ერთ გოლს აჯობა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close