დღის ამბები

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის 2023 წლის გაზრდილი ბიუჯეტი 200 მლნ ლარით განისაზღვრა

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის 2023 წლის გაზრდილი ბიუჯეტი 200 მლნ ლარით განისაზღვრა

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წელს, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ბიუჯეტი იზრდება და 200 მლნ ლარს შეადგენს.

მათივე ცნობით, ბიუჯეტის ზრდის მიზანია, აგროწარმოებაში ჩართული ან დაინტერესებული პირებისთვის მეტი ფინანსური რესურსი იყოს ხელმისაწვდომი როგორც შეღავათიანი აგროკრედიტის, ასევე აგროლიზინგის პროექტების საშუალებით.

„შეღავათიანი აგროკრედიტი“ პროექტი სოფლის მეურნეობის პირველადი, გადამმუშავებელი და აგროპროდუქციის შენახვის მიმართულებებით ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.

მათივე ცნობით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესების მიმართულებებით მიმდინარე საკრედიტო პორტფელი 2 მლრდ ლარს აღემატება. 2013 წლიდან დღემდე, გაცემულია 4,7 მლრდ ლარზე მეტი აგროსესხი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close