ბანანის იმპორტი იზრდება. საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარ-ოქტომბერში ქვეყანამ 31,415 ტონა (23,693 მლნ აშშ დოლარი), პროდუქტი შეიძინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 22,919 ტონა (15,020 მლნ აშშ დოლარი), ხოლო 2020 წლის 10 თვეში – 21,979 ტონა (14,600 მლნ აშშ დოლარი).
გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც წელს საქართველომ ბანანი იყიდა.
ტოპ-5 ქვეყანა:
ეკვადორი – 29 353 ტონა (22,204 მლნ აშშ დოლარი)
თურქეთი – 1 247 ტონა (891.4 ათასი აშშ დოლარი)
კოსტა-რიკა – 691.1 ტონა (494.7 ათასი აშშ დოლარი)
არაბთა გაერთიანებული საამიროები – 118.7 ტონა (86.5 ათასი აშშ დოლარი)
ნიდერლანდები – 2.4 ტონა (7.8 ათასი აშშ დოლარი)
გარდა ამისა, წელს მცირე რაოდენობით პროდუქტი ასევე შემოვიდა შემდეგი ქვეყნებიდან: საბერძნეთი, სომხეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, გერმანია და ნიგერია.