ეკონომიკა

გასულ წელს გაზის მოხმარება 11%-ით გაიზარდა – საქსტატი

გასულ წელს გაზის მოხმარება 11%-ით გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მოცულობამ 2.8 მილიარდი მ3 (წინა წელთან შედარებით 3.8% მეტი), ხოლო საბოლოო მოხმარებამ 2.2 მილიარდი მ3 შეადგინა. ეს 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ამასთან, 2020 წელთან შედარებით ბუნებრივი გაზის მოხმარება 9%-ით არის გაზრდილი შინამეურნეობების სექტორში. საქსტატის თანახმად, მოთხოვნის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მოხმარება გაიზარდა კერძო და სახელმწიფო მომსახურების დარგში.

საანგარიშო პერიოდში [2021 წელი] საგზაო ტრანსპორტში ბუნებრივი გაზის მოხმარება შემცირებულია, რაც გარკვეულწილად განპირობებულია ფასის ზრდით და ბოლო პერიოდში თხევადი გაზის (LPG) მხრიდან გაზრდილი კონკურენციით. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ქვეყანაში ჰიბრიდული და ელექტროავტომობილების რაოდენობის ზრდა განაპირობებს ავტოტრანსპორტის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების შემცირებასაც.

ამის მიუხედავად, ქვეყანაში ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში ბუნებრივი გაზი ლიდერობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close