დღის ამბები

დევნილების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება, სახელმწიფო ორგანოებს 2023 წლის 1-ელ იანვრამდე დაბადებულ პირებთან მიმართებით ექნებათ

დევნილების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება, სახელმწიფო ორგანოებს 2023 წლის 1-ელ იანვრამდე დაბადებულ პირებთან მიმართებით ექნებათ

დევნილების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება, სახელმწიფო ორგანოებს 2023 წლის 1-ელ იანვრამდე დაბადებულ პირებთან მიმართებით ექნებათ. იმ პირების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა კი, რომლებიც 2023 წლის 1-ელ იანვრამდე არასრულწლოვნები იქნებიან, მათი აღმავალი შტოს ოჯახის წევრებთან ერთად მოხდება და მომავალში ინდივიდუალურად საცხოვრებლის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა მესამე მოსმენით, 78 ხმით, 2-წინააღმდეგი დაამტკიცა.

ამავე პროექტის თანახმად, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან საცხოვრისით უზრუნველყოფის ვალდებულება გავრცელდება 2023 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებულ იმ პირებზე, რომელთა ორივე მშობელი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე გარდაიცვალა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close