ეკონომიკა

ვისთვის და რომელი საგადასახადო შეღავათები გადავადდება – პარლამენტმა ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ვისთვის და რომელი საგადასახადო შეღავათები გადავადდება - პარლამენტმა ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

82 ხმით მიიღო საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილება პარლამენტმა დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე. ცვლილება გადასახადის შეღავათების გადავადებას ითვალისწინებს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მამუკა ბარათაშვილის განცხადებით, შეღავათები 3 წლის ვადით გაგრძელდება.

„საგადასახადო შეღავათები 2026 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება საგადასახადო შეღავათები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ფიზიკური პირებისათვის და მოგების და ქონების გადასახადში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის. ასევე, 2026 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება ფიზიკური პირის, არარეზიდენტების გათავისუფლება საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალზე, თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადზე; იმავე ვადით გადაიწევს ბაზრობაზე არასტაციონარული სავაჭრო ადგილის გამოყენებით ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირებისათვის საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება და სხვა საგადასახადო შეღავათები,“ – განაცხადა მამუკა ბარათაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close