დღის ამბები

რამდენიმე სახის საგადასახადო შეღავათი სამი წლით – 2026 წლამდე გაგრძელდება

რამდენიმე სახის საგადასახადო შეღავათი სამი წლით - 2026 წლამდე გაგრძელდება

რამდენიმე სახის საგადასახადო შეღავათი სამი წლით – 2026 წლამდე გაგრძელდება.

ვადების გახანგრძლივებას “საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა.

პროექტს პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავენ.

კანონპროექტის მიხედვით, დამატებით სამი წლის ვადით – 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება საგადასახადო შეღავათები საშემოსავლო გადასახადში, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ფიზიკური პირებისათვის, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის – მოგების და ქონების გადასახადში.

კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით კი, 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება ფიზიკური პირის/არარეზიდენტების გათავისუფლება საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალზე, თუ ფასიანი ქაღალდი გამოშვებულია რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით და სავაჭროდ დაშვებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე.

თამბაქოს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, რომელიც უცხოური წარმოშობის თამბაქოს ნედლეულს მოიხმარს, თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლების ვადა 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდება.

პროექტის თანახმად, 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდება ბაზრობებზე ვაჭრობისას ფიზიკური პირებისთვის საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება, ხოლო 2018 წლის 1-ელ იანვრამდე არსებული ბაზრობის ორგანიზატორი ვალდებული იქნება აღნიშნულ ვადამდე (2026 წლის 1 იანვრამდე) სრულად უზრუნველყოს ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილები საკონტროლო-სალარო აპარატებით.

2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდება ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემით მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შესაძლებლობა.

გარდა ამისა, 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შენარჩუნებული იქნება საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის გამოთვლის არსებული წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის მთავარ კომპონენტს – საქონლის საბაჟო ღირებულებას დაემატება საქართველოში კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, გარდა დღგ-ისა.

საგადასახდო კოდექსში შესატანი ცვლილებები ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close