ეკონომიკა

4,636 მლრდ დოლარი – საქართველოს საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა

4,636 მლრდ დოლარი - საქართველოს საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 2022 წლის ნოემბრის სტატისტიკის მიხედვით, რეზერვებმა 4.636 მლრდ დოლარს გადააჭარბა, ეს კი 708 მლნ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წინა თვესთან შედარებით კი 251 მლნ დოლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2021 წლის ნოემბრის მდგომარეობით, რეზერვების მოცულობა 3.928 მლრდ დოლარს შეადგენდა, 2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით კი 4.385 მლრდ დოლარს.

რაც შეეხება სავალუტო რეზერვებს, აქ წლიურ ჭრილში ზრდა 719.4 მლნ დოლარია. კერძოდ, 2021 წლის ნოემბრისთვის სავალუტო რეზერვების მოცულობა შეადგენდა 3.441 მლრდ დოლარს, ერთი წლის შემდეგ კი 4.160 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. ერთ თვეში კი ზრდა 238 მლნ დოლარია, 2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, სავალუტო რეზერვების მოცულობა 3.922 მლრდ დოლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, მთლიანი სავალუტო რეზერვებიდან 2.836 მლრდ დოლარი ფასიან ქაღალდებშია, 1.324 მლრდ დოლარი კი ნაღდი უცხოური ვალუტაა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close