ეკონომიკა

ჯარიმებით ბიუჯეტის შევსების მაჩვენებელი იზრდება – მხოლოდ ოქტომბერში ხაზინაში 25.3 მლნ ლარი შევიდა

ჯარიმებით ბიუჯეტის შევსების მაჩვენებელი იზრდება - მხოლოდ ოქტომბერში ხაზინაში 25.3 მლნ ლარი შევიდა

მხოლოდ ერთ თვეში, მიმდინარე წლის ოქტომბერში ბიუჯეტში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან 25 307 218 ლარი შევიდა.

ჯამში, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში კი ამ მაჩვენებელმა 229 169 180 ლარი შეადგინა. აქედან, სახელმწიფო ბიუჯეტში – 107 078 160 ლარი, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში – 122 091 019 ლარის მობილიზება მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ბიუჯეტის სანქციებიდან შევსების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. კერძოდ, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში სანქციებიდან (ჯარიმა და საურავი) საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში 131 163 004; ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში – 159 345 867ლარი შევიდა. უნდა ითქვას რომ მიმდინარე წელს ბიუჯეტში ჯარიმების შედეგად უფრო მეტი თანხის მობილიზება მოხდა, ვიდრე პანდემიამდელ, 2019 წელს. კერძოდ, 2019 წლის იანვარ-ოქომბერში ნაერთ ბიუჯეტში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან ჯამში, 170 097 070 ლარი შევიდა.

ამასთან, სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში, 20 347 124 691 ლარი, შემოსავლებმა კი – 16 018 075 701 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების, რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტია, რომელიც არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close