დღის ამბები

იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ქალის რძის ბანკი გაიხსნება

იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ქალის რძის ბანკი გაიხსნება

საქართველოში პირველად, იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ქალის რძის ბანკი გაიხსნება, – ინფორმაციას თავად კლინიკა ავრცელებს.

“რძის ბანკი საშუალებას მოგვცემს, უკეთ ვმართოთ დღენაკლულ და მაღალი რისკის მქონე ახალშობილთა ჯანმრთელობა, ასევე გავზარდოთ ბუნებრივი კვების მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით, რაც ნამდვილად სასიხარულო სიახლეა.

ჩვენს საავადმყოფოში მიმდინარე პროცესებს დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის რძის ბანკების ფონდების დირექტორები, ჯილიან უივერი და ალექსანდრა ვესოლოვსკა დაესწრნენ, რომელთაც სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს”, – ნათქვამია იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close