საზოგადოება

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ჯიხვის მოკვლისთვის ბრაკონიერები დააკავეს

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ჯიხვის მოკვლისთვის ბრაკონიერები დააკავეს

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, რეინჯერებისა და სასაზღვრო პოლიციის ერთობლივი მუშაობით, ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა. დაკავებული იქნა ორი ბრაკონიერი, რომელთაც აღმოაჩნდათ მოკლული ჯიხვი, – ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

“ანტიბრაკონიერულ ღონისძიებაში, ერთობლივად, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის რეინჯერები და სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის N5 სამმართველოს თანამშრომლები იყვნენ ჩართული. ამოღებულ იქნა არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და გლუვლულიანი სანადირო თოფი.

დაცულ ტერიტორიებზე ნადირობა და იარაღით გადაადგილება იკრძალება და ისჯება კანონის შესაბამისად”, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close