დღის ამბები

საქართველოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

საქართველოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

დაბრუნებულ საქართველოს 88 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტი გადაეცემა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს და მის მიზანს რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა ემიგრაციიდან წარმოადგენს.

„პროგრამის მონაწილეები საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ტექნიკასა და ინვენტარს თავადვე არჩევენ. მნიშვნელოვანია, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათ გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო და აღარ მოუწიოთ ქვეყნის დატოვება. საშემოსავლო პროექტების დაფინანსების მსურველთა განაცხადების მიღებას სააგენტო წელიწადში ორჯერ აცხადებს.

სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაბრუნებული მიგრანტების სია, რომლებსაც გრანტი გადაეცემათ, სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close