ეკონომიკა

„წელს ექსპორტზე ან საერთოდ ვერ გავალთ, ან გავალთ ძალიან მცირე რაოდენობით“ – კივის მწარმოებელთა ასოციაცია

„წელს ექსპორტზე ან საერთოდ ვერ გავალთ, ან გავალთ ძალიან მცირე რაოდენობით“ - კივის მწარმოებელთა ასოციაცია

„წელს ექსპორტზე ან საერთოდ ვერ გავალთ, ან გავალთ ძალიან მცირე რაოდენობით“ – ამის შესახებ  კივის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

დემურ ფიფია ამბობს, რომ მიზეზი უხარისხო მოსავალია, რაც კლიმატმა განაპირობა.

„წელს მოსავალი ძალიან უხარისხოა. კივის მოსავლის აღების სეზონი უკვე დაიწყო და ძალიან ცუდი მოლოდინი გვაქვს. ჭარბი ტენი და გვალვა, ორივე ერთ წელს ბუნების ანომალიაა და ამან ცხადია, იქონია გავლენა. შედეგად, წელს ექსპორტზე ან საერთოდ ვერ გავალთ, ან გავალთ ძალიან მცირე რაოდენობით. არ არის იმ ხარისხის მოსავალი, რომ საექსპორტო მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა“ – განაცხადა დემურ ფიფიამ.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტზე 47 ათასი აშშ დოლარის 23 ტონა კივი გავიდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში 72 ათასი აშშ დოლარის 25 ტონა კივი, პანდემიურ 2020 წელს კი, უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობა 303 ათასი აშშ დოლარის 384.1 ტონა კივი.

მიმდინარე და გასული წლის 10 თვეში, კივი ექსპორტზე მხოლოდ სომხეთში გაიყიდა. 2020 წელს კი რუსეთში, იაპონიასა და სომხეთში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close