მსოფლიო

Apple-მ შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაითედი“ იყიდოს

Apple-მ შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაითედი“ იყიდოს

ამერიკული Apple Inc განიხილავს საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ იუნაითედის“ შეძენის შესაძლებლობას, რომელიც გახლავთ ინგლისის ერთ-ერთი უდიდესი საფეხბურთო კლუბი – წერს ბრიტანული ტაბლოიდი The Daily Star.

გამოცემის ცნობით, Apple-ის ხელმძღვანელი ტიმ კუკი მზად არის კლუბში 7 მლრდ დოლარი გადაიხადოს.

გაზეთი წერს, რომ კუკი ამ დრისთვის სწავლობს შეძენის შესაძლებლობას და აპირებს მოლაპარაკებების დაწყებას ბანკებთან, რომლებიც მოახდენენ კლუბის გაყიდვის ორგანიზებას, მათ შორის, არის The Raine Group.

გამოცემა აქვე დასძენს, რომ ამ შენაძენით „მანჩესტერ იუნაითედი“ გახდენა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კლუბი. როგორც მასალაშია აღნიშნული, კლუბის გაყიდვის შესახებ განხილვა Manchester United-ის დირექტორთა საბჭოშიც განიხილებოდა, ამ ინფორმაციის ფონზე კი კომპანიის აქციები ოთხშაბათს 25%-ით გაიზარდა. კომპანიის საბაზრო ღირებულება მიმდინარე წელს 32%-ით არის გაზრდილი, 3 მლრდ დოლარამდე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close