ეკონომიკა

საქართველოში 219 273 მსესხებელს ვადაგადაცილება უფიქსირდება

საქართველოში 219 273 მსესხებელს ვადაგადაცილება უფიქსირდება

საქართველოში მსესხებლების 11,5%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება.

„კრედიტინფოს“ 2022 წლის ოქტომბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 219 273 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 427 104-ს შეადგენს.

საერთო ჯამში, ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 898 977 ადამიანს აქვს, ჯამში 37 942 996 517 ლარის მოცულობის.

აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 84,4% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, ოქტომბრის მდგომარეობით, ბანკებიდან 34 627 606 364 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 603 592 მსესხებელს აქვს აღებული.

ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 700 812 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 2 866 189 097 ლარს შეადგენს. კიდევ 22 409 ადამიანს კი, ჯამში, 449 201 056 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close