ეკონომიკა

რა თანხა შედის ბიუჯეტში მოქალაქეების შემოსავლებიდან

რა თანხა შედის ბიუჯეტში მოქალაქეების შემოსავლებიდან

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში, 20 347 124 691 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საშემოსავლო გადასახადის სახით, ნაერთ ბიუჯეტში – 4 159 561 359 ლარის; ხოლო დამქირავებლის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადის სახით – 3 641 908 951 ლარის მობილიზება მოხდა.

ცნობისთვის, ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტია, რომელიც არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა სულ 16 685 166 528 ლარი შეადგინა. საშემოსავლო გადასახადის სახით კი, სახელმწიფო ბიუჯეტში 3 839 917 322 ლარი შევიდა.

შედარებისთვის, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საშემოსავლო გადასახადის სახით, ნაერთ ბიუჯეტში – 3 057 032 399 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტში კი – 2 829 331 534 ლარის მობილიზება მოხდა. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ამ მაჩვენებელმა ნაერთ ბიუჯეტში – 2 643 801 890 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში – 2 451 371 180 ლარი შეადგინა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close