ეკონომიკა

ოქტომბერში საქართველოში დასაქმებულთა 22.5%-ის ხელფასი 600 ლარზე ნაკლები იყო. 9 600 ლარზე მეტი კი, 1.8%-ს ჰქონდა – PMCG

ოქტომბერში საქართველოში დასაქმებულთა 22.5%-ის ხელფასი 600 ლარზე ნაკლები იყო. 9 600 ლარზე მეტი კი, 1.8%-ს ჰქონდა - PMCG

მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც 600 ლარზე ნაკლებ ანაზღაურებას იღებდნენ, წლიურად 5.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.2 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული. გასულ თვეში 2,400 ლარზე მაღალ ხელფასს მთლიანი დასაქმებულების 18.3% იღებდა. ოქტომბერში 9,600 ლარზე მაღალი ხელფასი მხოლ;ოდ მთლიანი დასაქმებულების 1.6%-ს ჰქონდა – ამის შესახებ კვლევას PMCG აქვეყნებს.

წინა თვეში წლიურად 3.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლების ხელფასიც 2,400 ლარზე მეტი იყო. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდის მაჩვენებელმა 5.4 პროცენტული პუნქტი შეადგინა. გასულ თვეში 2,400 ლარზე მაღალ ხელფასს მთლიანი დასაქმებულების 18.3% იღებდა.

კვლევის მიხედვით, გაზრდილია მაღალშემოსავლიანი დასაქმებულების რაოდენობა. კერძოდ, 2022 წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28.1%-ით მეტია იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლების ხელფასიც 9,600 ლარს აღემატებოდა. 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა 52.6%-ია. PMC თანახმად, ოქტომბერში 9,600 ლარზე მაღალი ხელფასი მთლიანი დასაქმებულების 1.6%-ს ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ოქტომბერში ხელფასს იღებდნენ, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.4%-ით შემცირდა, ხოლო 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით, 3.7%-ით გაიზარდა.

2022 წლის მესამე კვარტლის შრომის ბაზრის ინდიკატორები ასე გამოიყურება:

სამუშაო ძალა – 1 609 400 ადამიანი;

დასაქმებული – 1 358 600 ადამიანი;

დაქირავებით დასაქმებული – 913 800 ადამიანი;

თვითდასაქმებული – 444 300 ადამიანი;

უმუშევარი – 250 700 ადამიანი;

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე – 53.5%;

დასაქმების დონე – 45.2%;

უმუშევრობის დონე – 15.6%.

კვლევა, jobs.ge-ს და PMCG-ს თანამშრომლობითაა შემუშავებული. 2022 წლის მაისი-ოქტომბრის პერიოდში 12,962 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, 9,154 ვაკანსია – ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, 13,274 ვაკანსია კი – ლოგისტიკა/ტრანსპორტი/დისტრიბუციის კატეგორიაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close