ეკონომიკა

კვალიფიციური კადრები, თანამედროვე ტექნოლოგიები, ახალი ტექნიკა – რა აკლია ქართველ ფერმერს

კვალიფიციური კადრები, თანამედროვე ტექნოლოგიები, ახალი ტექნიკა - რა აკლია ქართველ ფერმერს

0

ქართველი ფერემერებისთვის მთავარ პრობლემად განათლების დაბალი დონე და თანამედროვე ტექნოლოგიებზე შეზღუდული წვდომა რჩება.

როგორც ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ვახტანგ ბეჟიტაშვილმა east-fruit-თან საუბრისას განაცხადა, თანამედროვე აგრარული სექტორი სულ უფრო ციფრული და ადაპტირებული ხდება თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ამ კუთხით კი, საქართველო მკვეთრად ჩამორჩება განვითარებულ ქვეყნებს. შედეგად, ქართული აგრარული პროდუქცია არაკონკურენტუნარიანია.

„თანამედროვე ტქნოლოგიები გათვლილია მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღებაზე მინიმალური დანახარჯით. ამ დროს ბუნებრივია, დაბალია თვითღირებულებაც. თუკი ტექნოლოგიებში არსებით ინვესტიციებს გავაკეთებთ, ხანგრძლივ პერსპექტივაში, სასოფლო პროდუქციაზე ფასი 30-40%-ით დაიკლებს“, – განაცხადა მან.

შპს „აგროინვესტსერვისის“ დირექტორის, ვაჟა მკურნალიძეს თქმით, აგროწარმოებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, გაიზრდება წარმოებული პროდუქციის მოცულობა, შესაბამისად, ფერმერების შემოსავალიც.

„3-4 წელიწადში ციტრუსის მოსავლის 30-40%-ით გაზრდა შესაძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. მაგალითად, კარტოფილის მოყვანა მთიან ადგილებშია გავრცელებული. ჩვენს ფერმერს კი, ერთ ჰექტარზე 10 ტონაზე მეტის მოყვანა არ შეუძლია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შედეგი 7-ჯერ ნაკლებია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. ინტენსიური ტექნოლოგიების დანერგვით კი, მოსავალი შესაძლოა, 2-3-ჯერ გაიზარდოს“, – განაცხადა მან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close