ეკონომიკა

მესამე კვარტალში სმარტფონების გაყიდვები 9,7%-ით შემცირდა

მესამე კვარტალში სმარტფონების გაყიდვები 9,7%-ით შემცირდა

მსოფლიოში მიმდინარე წლის მესამე კვარტალში სმარტფონების გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,7%-ით შემცირდა და 301,9 მილიონი შეადგინა. ამის შესახებ მოწმობს International Data Corporation-ის (IDC) მონაცემები.

“მონაცემი უკვე ზედიზედ მეხუთე კვარტალია მცირდება, რაც განპირობებულია გლობალურ ეკონომიკაში გაურკვევლობით,” – წერია განცხადებაში.

რაც შეეხება ცალკეული ბრენდების მონაცემებს, გაყიდვების ლიდერია სამხრეთ კორეული Samsung Electronics-ი, რომლის გაყიდვები კი შემცირდა 7,8%-ით 64 მილიონამდე, თუმცა ფლობს გლობალური ბაზრის 21,2%-ს, მეორე ადგილზეა Apple, რომელიც ათეულში ერთადერთია ვისაც გაყიდვები გაეზარდა 1,6%-ით 51,9 მილიონამდე, მისმა წილმა კი 17,2% შეადგინა. ლიდერთა სამეულშია Xiaomi 40,5 მილიონით – 8,6%-იანი ზრდით, მისმა წილმა ბაზარზე კი 13,4 % შეადგინა. ხუთეულში არიან, ასევე ჩინური ბრენდები vivo და OPPO.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close