რჩევები

რატომ უნდა მივირთვათ ქიშმიში

რატომ უნდა მივირთვათ ქიშმიში

ქიშმიში სწრაფი და მარტივი წასახემსებელია. მას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია.

ქიშმიში მინერალების, ენერგიისა და ორგანიზმისთვის საჭირო ელემენტების კარგი წყაროა.

ქიშმიში და მისი თვისებები:

ამცირებს ანემიის განვითარების რისკს – ქიშმიშში შემავალი რკინა და თუთია მონაწილეობენ სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებაში და ხელს უწყობენ ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებას;

ამცირებს მჟავიანობას – ქიშმიში შეიცავს რკინას, მაგნიუმს, კალიუმს, რაც ხელს უწყობს მჟავიანობის შემცირებას. იგი აღადგენს ორგანიზმის მჟავა – ტუტოვან ბალანსს;

ამცირებს გულის დაავადებების განვითარების რისკს – ქიშმიშის რეგულარული მიღება კარდიოვასკულარული დაავადების პრევენციას უზრუნველყოფს;

იცავს თვალს – ქიშმიში კარგი ანტიოქსიდანტია. ის ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების მიერ თვალის უჯრედების დაზიანებას, იცავს თვალს ასაკთან დაკავშირებული დარღვევების განვითარებისგან;

უნარჩუნებს კანს სიჯანსაღეს – C ვიტამინის, სელენის და თუთიის შემცველობის წყალობით, ქიშმიშის მიღება ხელს უშლის კანის დაბერებას;

აძლიერებს ძვლებს – ქიშმიში შეიცავს კალციუმს, რაც უზრუნველყოფს ძვლის სიძლიერეს;

აქვს ანტიკანცეროგენული მოქმედება – ქიშმიში ანტიოქსიდანტების კარგი წყაროა. ისინი ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან იცავენ (თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედება კი ზოგიერთი ტიპის სიმსივნის განვითარების რისკ-ფაქტორია);

ეხმარება მონელების პროცესს;

ასევე ქიშმიში ამცირებს სხვა არაჯანსაღი ტკბილეულისადმი ლტოლვას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close