ეკონომიკა

უმუშევართა რაოდენობა საქართველოში 19.3%-ით შემცირდა და 250.7 ათასი შეადგინა

უმუშევართა რაოდენობა საქართველოში 19.3%-ით შემცირდა და 250.7 ათასი შეადგინა

2022 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2022 წლის მე-3 კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 52 ათასი კაცით (6.0%) და 913.8 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 25.8 ათასით გაიზარდა (6.2%) და 444.3 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 60.1 ათასით (19.3%) და 250.7 ათასი შეადგინა.

„2022 წლის მე-3 კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 45.9 ათასი კაცით (5.3%), თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაზრდილია 43.1 ათასით (10.7%), ხოლო უმუშევართა რიცხოვნობა 30.8 ათასითაა (11.0%) შემცირებული.

2022 წლის მე-3 კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53.5 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 45.2 პროცენტი შეადგინა.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 2.9 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. დასაქმების დონე გაიზარდა როგორც ქალაქის ტიპის (1.8 პროცენტული პუნქტით), ისე სოფლის ტიპის (3.8 პროცენტული პუნქტით) დასახლებებში და შესაბამისად 45.4 პროცენტი და 44.9 პროცენტი შეადგინა.

2022 წლის მე-3 კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში არ შეცვლილა და 67.3 პროცენტს შეადგენს.

2022 წლის მე-3 კვარტალში უმუშევრობის დონე როგორც საქალაქო ისე სასოფლო ტიპის დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია, შესაბამისად 4.8 და 2.7 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 3.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 4.2 პროცენტული პუნქტით.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. საანგარიშო პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 43.4 პროცენტს, ხოლო კაცებში 65.3 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0.5 პროცენტული პუნქტით.

2022 წლის მე-3 კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში შესაბამისად 2.4 და 3.2 პროცენტული პუნქტით,“- ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close