აქამდე უცნობი უჯრედები, რომელსაც ეწოდა სასუნთქი გზების სეკრეტორული უჯრედები
(respiratory airway secretory cells, RAS-უჯრედები), აღმოაჩინეს ბრონქიოლებში. ბრონქიოლები წარმოადგენს თხელ მილაკებს, რომლებიც უერთდება ალვეოლებს. ბრონქიოლები და ალვეოლები უზრუნველყოფენ სუნთქვის პროცესს.
როგორც მეცნიერება დაადგინეს, RAS-უჯრედებს ორი ძირითადი ფუნქცია აქვს. ისინი გამოყოფენ მოლეკულებს, რომლებიც ბრონქიოლების ფუნქციას უზრუნველყოფენ და ამით ზრდიან ფილტვების მუშაობის ეფექტურობას. ამას გარდა, RAS- უჯრედები თავისი თვისებებით ჰგავს ღეროვან უჯრედებს, რომელთაც ადამიანის ორგანიზმის ნებისმიერ უჯრედად გარდაქმნის უნარი აქვს. როგორც აღმოჩნდა, RAS-უჯრედებს სპეციფიკურ ალვეოლურ უჯრედებად ტრანსფორმაცია შეუძლია, რომლებიც აღადგენენ ალვეოლების სხვა, დაზიანებულ უჯრედებს. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ზოგადად RAS-უჯრედები სასიცოცხლო როლს ასრულებენ ფილტვების ჯანრმთელობის შენარჩუნებაში.
მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ მათი აღმოჩენა ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (რომლის დროსაც აღინიშნება ალვეოლების დაზიანება) ეფექტური მკურნალობის მოძებნის საშუალება იქნება.