დღის ამბები

„მეორადი ავტომობილების ფასები 15-20%-ითაა გაზრდილი“

„მეორადი ავტომობილების ფასები 15-20%-ითაა გაზრდილი“

ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარის, გელა კვაშილავას თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეორედ ავტომობილებზე ფასები 15-20%-ითაა გაზრდილი.
„მეორად ავტომობილებზე ფასები მთელ მსოფლიოში გაიზარდა. იყო მიწოდების, კოვიდის გამო ახალი მანქანების გამოშვების პრობლემები. იმ ქვეყნებში, საიდანაც ჩვენ ძირითადად შემოგვაქვს, მოთხოვნამ და მეორადი ავტომობილების გაყიდვებმა მოიმატა, მოსახლეობას იქაც შეუმცირდა შემოსავლები და ახლის ყიდვას ამჯობინებენ, რომ შედარებით იაფად იყიდონ“, – ამბობს კვაშილავა.
ფასების ზრდასთან ერთად, საქართველოში ავტომობილების შემკეთებლების დეფიციტიცაა. როგორც ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარე ამბობს, ამ სექტორშიც კადრები დაბალი ხელფასების გამო გაედინებიან ქვეყნიდან.
ცნობისთვის, საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტ-ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა.
საქსტატის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში 1.09 მილიარდი აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები შემოვიდა, რაც 59%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, 682.9 მლნ დოლარზე.
რაც შეეხება ექსპორტს, 2021 წლის მაჩვენებელთან, 338.2 მილიონ დოლართან შედარებით, 2022-ში თითქმის 75%-ით მეტი, 590.5 მილიონი დოლარის ავტომობილები შემოვიდა.
მთავარი საიმპორტო პარტნიორები წელს აშშ, იაპონია, გერმანია, თურქეთი და ბელგია არიან, უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები კი აზერბაიჯანი, უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი და რუსეთი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close