საზოგადოება

„გასავლელი 350 მეტრი ჩაგვიხერხეს და ითხოვენ ცხვრებით გადახდას, ეს ხომ რეკეტია?“ – მეცხვარეების მიმართვა მთავრობას

„გასავლელი 350 მეტრი ჩაგვიხერხეს და ითხოვენ ცხვრებით გადახდას, ეს ხომ რეკეტია?“ - მეცხვარეების მიმართვა მთავრობას

„გასავლელი 350 მეტრი ჩაგვიხერხეს და ითხოვენ ცხვრებით გადახდას, ეს ხომ რეკეტია?“ – ამის შესახებ მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, მეცხვარეები მთავრობისგან ცხვრის გადასარეკი ტრასის საკითხის მოგვარებას ითხოვენ.

გონაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს, მეცხვარეები მივმართავთ მთავრობას და ვთხოვ სასწრაფო წესით მოგვარდეს ცხვრის გადასარეკი ტრასის პრობლემა, ეს რაც ხდება ამ 1 კვირის განმავლობაში რუსთავთან უბრალოდ სირცხვილია. სირცხვილი ისაა, რომ 2010 წლიდან მოყოლებული დგას პრობლემა. როცა ცხვრის ტრასის რეგისტრაცია დავიწყეთ 2010 წელს, 2011 წელს მაშინდელი ხელისუფლების მოთხოვნით შეიცვალა ტრასამ მიმართულება და როგორც დღევანდელი ავტობანის ქვეშ გადავკვეთავთ გზას უნდა ავიდეთ პირდაპირ “რუსთავის ჯვართან” და ისე გადავიდეთ იალღუჯაზე, რადგან ძველი ტრასა უშლიდა დღევანდელი ავტობაზრობის მოწყობას და ასე შემდეგ ინფრასტრუქტურას, ჩვენც დავყაბულდით, მიუხედავად იმისა, რომ გზა გავირთულეთ, 200 ჰექტარმდე დასასვენებელი მოედანი დავკარგეთ და ასევე დავკარგეთ დასაწყურებელი, რომელიც იქ გზაზე გხვდებოდა.

მაშინვე ვითხოვდით, აი ამ ახალ გზაზე რომ გაგვიშვით, იქნება და მიწის ნაკვეთები რაც არის, დაელაპარაკეთ ამ ხალხს და მოვუნაცვლოთ თქო, იმ 200 ჰექტრიდან თუნდაც. და პრობლემა არ იქნებოდა! ახლა კი დადგა პრობლემა! გასავლელი 350 მეტრი ჩაგვიხერხეს და არ გვატარებენ, მეტიც, ითხოვენ ცხვრებით გადახდას, იქვეა “ლურჯი” მარშუტკით ვაჭრები, რომლებსაც შესვამენ ამ ”ანაბრებულ” ცხვარს მეცხვარეებიდან და ჰყიდიან.

კერძო მიწაა, კერძო საკუთრებაა და მართალია, მაგრამ კითხვა მაქვს, ეს ხომ რეკეტია? როცა შენ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევი (გატარებაში ითხოვ თანხას, ცხვარს) და ამისთვის არანაირ ფისკალურ დოკუმენტს (ჩეკი, ჩგდ, ჩარიცხვა) არ ქმნი. თანაც სამწუხაროდ, მადა ძალიან დიდი აქვთ, 2 დან 5 ცხვარმდე ფარაზე. 350 მეტრის გავლაში. უბრალოდ გავლაში.

შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ დღეს მივმართოთ საქართველოს მთავრობას, წერილიც გვაქვს და გვაქვს ხელმოწერებიც, იმ ფერმერების, ვინც დღეს იქ ადგილზე შეეჩეხნენ ამ პრობლემას, თუმცა ყველა ის ფერმერი, ვისაც გადაახდევინეს თუ სხვა მხრივ შეეფერხება შეუქმნეს, ყველა მზად არის უახლოეს დღეებში ჩამოვიდეთ თბილისში და გავაპროტესტოთ ჩვენი უფლბების ხელყოფა.

აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პირადად ქვემო ქართლის გუბერნატორს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აგვერიდებინა თავი ამ გზის გადამკეტავებისთვის და მოიპოვა უფლება, რათა რუსთავის ავტოდრომით გვესარგებლა, საუბარია ერთი პატარა ღობის იქიდან.

მოვუწოდებ ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს სასწრაფო წესით დაგვეხმარეთ, წელს ძალიან ცუდი წელია, უბალახობაა და ჯერ მეცხვარეების ნაწილი კიდევ მთაშია, ან ახალი დაძრულია, რათა ბარის საძოვრებს მოფრთხილებოდნენ და ძირითადი მასა ახლა გამოივლის, დღეეში დაახლოებით 20-30 ფარა და თავისი მსხვილფეხა საქონლით… გთხოვთ, ამჯერად მაინც არ გადავდოთ მთლიანად პირუტყვის გადასარეკი ტრასის მოგვარების საკითხი და ერთხელ და სამუდამოდ გავიდეთ ბოლოში, ვიცოდეთ ვისი რა არის და იყოს ადვილად გარჩევადი დემარკაციით გამიჯნული,“- წერს გონაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close