განტვირთვა

ყველაზე დიდი ჯეკპოტი ისტორიაში – Powerball-ის გამარჯვებული შესაძლოა, 2 მლრდ დოლარის მფლობელი გახდეს

ყველაზე დიდი ჯეკპოტი ისტორიაში - Powerball-ის გამარჯვებული შესაძლოა, 2 მლრდ დოლარის მფლობელი გახდეს

0

ამერიკული ლატარია Powerball 2 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ 5 ნოემბრის გათამაშებაში გამარჯვებული კვლავ არ გამოვლენილა. ეს ყველაზე დიდი თანხაა, რომლის მოგებაც ლატარიაში შეგიძლიათ. გამარჯვებული 7 ნოემბერს უნდა გამოვლინდეს და თუ ასე არ მოხდება, ჯეკპოტის მოცულობა კვლავ გაიზრდება.

იმის გამო, რომ სამი თვის განმავლობაში საჭირო ციფრები ვერავინ გამოიცნო, საპრიზო თანხა მუდმივად მატულობს.

Powerball-ის მონაცემებით, ჯეკპოტის მოგების შანსი 292,2 მილიონში ერთ ადამიანს აქვს.

წინა მსოფლიო რეკორდი 2016 წელს 1,59 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რომელიც მაშინ Powerball-ის სამ მოთამაშეს შორის გადანაწილდა.

მიუხედავად იმისა, რომ შაბათს არ იყო მომგებიანი ბილეთი, რომელიც ემთხვეოდა ექვსივე რიცხვს, 16-მა იღბლიანმა, რომლებსაც ხუთი სწორი ციფრი ჰქონდათ არჩეული, თითოეულმა მილიონი დოლარის პრიზი მიიღო.

Powerball-ის ბილეთი 2 დოლარი ღირს და გამარჯვებულს აქვს საშუალება აირჩიოს ან ერთდროულად მიიღოს თანხა, რომელიც ამჟამად 929 მილიონი დოლარით განისაზღვრება ან მიიღოს კუთვნილი თანხა ყოველწლიურად 29 წლის განმავლობაში. თითქმის ყველა გამარჯვებული თანხის მომენტალურად მიღებას ირჩევს.

ლატარია 1992 წელს დაარსდა და მასში ამერიკის 50 შტატიდან 45 მონაწილეობს. ჯეკპოტი თამაშდება მაშინ, თუ ბილეთში ექვსივე ციფრი ემთხვევა. თუ ასეთი ბილეთი რამდენიმე აღმოჩნდება, თანხა გამარჯვებულებზე თანაბრად ნაწილდება.

უკანასკნელად ჯეკპოტი 3 აგვისტოს გათამაშდა, როდესაც გამარჯვებულმა 206,9 მილიონი დოლარი ერთდროულად მიიღო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close