მსოფლიო

Twitter-მა 8-დოლარიანი ყოველთვიური გადასახადი დააწესა

Twitter-მა 8-დოლარიანი ყოველთვიური გადასახადი დააწესა

ილონ მასკმა Twitter Blue-ს მომხმარებლებს თვეში 7,99-დოლარიანი გადასახადი დაუწესა. ინოვაცია iPhone App Store-ის Twitter-ის აპლიკაციაში გამოჩნდა, რასაც The Verge ავრცელებს.

Twitter Blue არის ყოველთვიური გამოწერა, რომელიც Twitter-ის ყველაზე ჩართულ მომხმარებლებს პრემიუმ ფუნქციებზე ექსკლუზიურ წვდომას ანიჭებს.

განახლების აღწერილობაში სოციალური ქსელი მომხმარებლებს სთავაზობს, პლატფორმაზე ვერიფიკაცია ისევე გაიარონ „როგორც ამას ცნობილი ადამიანების, კომპანიებისა და პოლიტიკოსების გამოწერის დროს აკეთებენ.“ App Store-ის აღწერილობის მიხედვით, ვერიფიცირებული ანგარიში ერთადერთი ფუნქციაა, რომელიც Twitter Blue აბონენტებისთვის არის ხემისაწვდომი. კომპანია პირობას დებს, რომ მომავალში დამატებით პრივილეგიებს დააწესებს, მათ შორის ნაკლები რაოდენობის რეკლამა, გრძელი ვიდეოების გამოქვეყნება და პოსტების პრიორიტეტული დახარისხება იქნება.

სერვისი ჯერ მხოლოდ აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და დიდ ბრიტანეთში არის ხელმისაწვდომი. მომავალში ფუნქცია ევროპელი მომხმარებლებისთვისაც ჩაირთვება.

კომპანიის განცხადებით, Twitter Blue ოფიციალურად ჯერ არ ჩაშვებულა, ხოლო ზოგიერთმა მომხმარებელმა განახლება იმიტომ მიიღო, რომ დეველოპერები „რეალურ დროის რეჟიმში ტესტავენ და მასში ცვლილებები შეაქვთ.“

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close