საზოგადოება

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ფასის ზედა ზღვარი 2023 წლიდან დაწესდება

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ფასის ზედა ზღვარი 2023 წლიდან დაწესდება

მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმები და მეთოდები განიხილეს. სამინისტროს წარმომადგენლები კანონში შესატან ცვლილებებზე შეთანხმდნენ, რომელიც მთავრობასა და პარლამენტს წარედგინება.

რეფორმის მიხედვით, სახელმწიფო მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება.

რეფერენტული ფასები 2023 წლიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.

დაგეგმილი ცვლილებები, სამინისტროს წარმომადგენლებმა ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს გასულ კვირას გააცნეს.

რეფერენტული ფასების მექანიზმის შემუშავების პროცესში, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობენ.

ცვლილების მიზანი წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სამართლიანი ფასის დაწესებაა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close