საზოგადოება

9 თვეში ქვეყანაში სამოხელეო დანაშაულის 432 რეგისტრირებული შემთხვევა დაფიქსირდა

9 თვეში ქვეყანაში სამოხელეო დანაშაულის 432 რეგისტრირებული შემთხვევა დაფიქსირდა

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულების რიცხვი 4%-ით 42 012-მდე შემცირდა. სტატისტიკურ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

ამ პერიოდში დანაშაულის სახეობების მიხედვით, ყველაზე მეტი – 15 622 საკუთრების წინააღმდეგაა ჩადენილი. უნდა აღინიშნოს, რომ სამოხელეო დანაშაულთა რიცხვი 25-ით, 432-მდე შემცირდა, ხოლო მმართველობის წესის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 303-ით 1 946-მდე გაიზარდა.

ჩადენილი დანაშაულის სახეობების მიხედვით ჩადენილი დანაშაული რიცხოვნობა კი ასეთია:

სიცოცხლის წინააღმდეგ – 1 339;
ჯანმრთელობის წინააღმდეგ – 6 633;
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ – 3 355;
ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ – 26;
საკუთრების წინააღმდეგ – 15 622;
საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ – 1 329;
ნარკოტიკული დანაშაული – 3 899;
სატრანსპორტო დანაშაული – 2 143;
სამოხელეო დანაშაული – 432;
მმართველობის წესის წინააღმდეგ – 1 946;
სხვა დანაშაული – 5 288.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close